შარდკენჭოვანი დაავადება


შარდკენჭოვანი დაავადება შადის ბუშტის და შარდგამომყოფი სისტემის დაავადება, რომლის დროს მათში გროვდება ქვები.

 

მიზეზები

დაავადების გამომწვევი მიზეზებია:

·         ნივთიერებათა ცვლის დარღვევა;

·         შარდის გამომყოფი გზების ანთებით პროცესები;

·         ცხელ კლიმატში ცხოვრება;

·         არასწორი კვება;

·         გარკვეული პრეპარატების მიღება.

 

სიმპტომები

დაავადებას ახასიათებს

·         წელის ტკივილი, რომელიც დატვირთვის დროს მწვავდება;

·         ტკივილი და წვა შარდვისას;

·         შარდის გამოყოფის დარღვევა.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების მკურნალობის დასადგენად დიგანოსტიკისას ექიმი-უროლოგი ნიშნავს:

·         სისხლის და შარდის ანალიზს;

·         შარდის ბუშტის და თიკმელების ულტრა-ბგერით გამოკვლევას;

·         შარდის ბუშტის და თირკმელების რენტგენს;

·         ექსკრეტორულ უროგრაფიას.

 

მკურნალობა

აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:

·         შარდმდენ პრეპარატებს;

·         ანტიბაქტერიულ პრეპარატებს;

·         ქვების დამშლელ პრეპარატებს.

·         ქირურგიულ ჩარევას (აუცილებლობისას);

·         ულტრა-ბგერითი ზემოქმედებით ქვების დაშლას.

 

დიეტა

მკურნალობისას საჭიროა დიეტის დაცვა და რაციონიდან შემდეგი პროდუქტების ამოღება:

·         მჟავას შემცველი პროდუქტებიმჟაუნა, კარტოფილი, ფორთოხალი, მწვანე სალათი;

·         ღვიძლი, თირკმელები, ხორციანი კერძები;

·         რძის პროდუქტები, ცომეული, ხორცი, თევზი, მცენარეული ზეთი.

 

საშიშროება

მკურნალობის არარსებობა იწვევს:

·         ჰიდრონეფროზს;

·         პიელონეფრიტს;

·         თირკმლის უკმარისობას.

 

რისკის ჯგუფი

ამ ჯგუფში შედიან:

·         ცხელ კლიმატში მაცხოვრებლები;

·         შარდის ბუშტისა და საშარდე გზების დაავადებების მქონე პირები.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         ყოველდღიურად წყლის საკმარისი რაოდენობის მოხმარება;

·         დაბალანსებული დიეტის დაცვა;

·         გადაციებისგან თავის დაცვა;

·         თირკმელების დაავადებების დროული მკურნალობა.