შარდის შეუკავებლობა

 

შარდის შეუკავებლობა (ინკონტინენცია) – დაავადება, რომლის დროსაც ვლინდება შარდის შეუკავებლად გამოყოფა.

 

ფორმის მიხედვით გამოიყოფა დაავადების შემდეგი სახეობები:

·         სტრესული შარდის შეუკავებლობა;

·         რეფლექტორული შარდის შეუკავებლობა;

·         ღამით შარდის შეუკავებლობა.

 

მიზეზები

დაავადების გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს:

·         ყაბზობა;

·         ქრონიკული ხველა;

·         ხერხემლის ტრავმები;

·         ორგანიზმის ჰორმონალური გარდაქმნა;

·         ფეხმძიმობის ან მშობიარობის შემდეგ თეძოს კუნთების მოდუნება;

·         თეძოს ორგანოების თანდაყოლილი დეფექტი;

·         ნერვული სისტემის დაავადებები.

 

ღამით შარდის შეუკავებლობის მიზეზები შეიძლება იყოს:

·         შარდის ბუშტის მცირე ზომა;

·         ნერვული აშლილობა;

·         ბავშვისთვის ქოთანზე ან ტუალეტში მოშარდვის ნაადრევად სწავლება;

·         საშარდე სისტემის ინფექციები.

 

სიმპტომები

დაავადებას ახასიათებს შარდვის ხშირი მოთხოვნილება.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-უროლოგი. მკურნალობის დასადგენად საჭიროა:

·         შარდის ანალიზი, დათესვა;

·         საშარდე გზების ულტრა-ბგერითი და რენტგენოლოგიური გამოკვლევა;

·         ცისტოსკოპია.

 

მკურნალობა

·         არამედიკამენტოზური მეთოდები;

·         მედიკამენტოზური მეთოდები;

·         ქირურგიული მეთოდები

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         გარკვეული დროის შუალედებში შარდის ბუშტის დაცლა;

·         კოფეინის შემცველი ალკოჰოლისა და სასმელის დალევისგან თავის შეკავება;

·         მოწევაზე უარის თქმა;

·         თეძოს კუნთების გასამაგრებელი ვარჯიშის შესრულება.