შაქრიანი დიაბეტი

 

შაქრიანი დიაბეტი  ენდოკრინული სისტემის გავრცელებული დაავადება, რომელიც ხასიათდება ნივთიერებათა ცვლის ქრონიკული დარღვევით.

 

გამოიყოფა დაავადების შემდეგი ტიპები:

·         შაქრიანი დიაბეტი 1 ტიპის (ინსულინდამოკიდებული) – ინსულინის გამომუშავების დარღვევა;

·         შაქრიანი დიაბეტი 2 ტიპის (ინსულინდამოუკიდებელი) – ორგანიზმის ქსოვილების მგრძნობელობის დაქვეითება ინსულინის მიმართ.

 

მიზეზები

·         მემკვიდრეობითობა;

·         ცხიმიანობა;

·         კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებები;

·         ძლიერი ნერვული სტრესი;

·         ჰორმონალური დარღვევები.

 

სიმპტომები

·         ხშირი შარდვა;

·         ძლიერი წყურვილი;

·         მუდმივი შიმშილის გრძნობა;

·         წონის სწრაფი დაგდება.

 

ასევე შესაძლოა აღინიშნებოდეს:

·         საერთო სისუსტე;

·         ქავილი;

·         პირის სიმშრალე;

·         ხშირი თავის ტკივილი;

·         ხელების და ფეხების დამბლა;

·         პირში რკინის გემოს შეგრძნება.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკისთვის ენდოკრინოლოგი ნიშნავს სისხლის ანალიზს მასში შქრის დონის დასადგენად.

 

მკურნალობა

·         დიეტა;

·         ანტიდიაბეტური პრეპარატები;

·         ინსულინოთერაპია.

 

დიეტა

მკურნალობის პერიოდში რაციონში უნდა შედიოდეს შემდეგი სახის პროდუქტები:

·         პურ-ფუნთუშეული;

·         ბოსტნეულის წვნიანები;

·         უცხიმო თევზის, ქათმის, საქონლის ხორცი;

·         მარცვლეული და ბურღულეული;

·         მჟავე კენკროვანი და ხილი;

·         ნაღების კარაქი, მცენარეული ზეთი.

 

საშიშროება

მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის გართულებები შეიძლება იყოს:

·         ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება;

·         დიაბეტური რეტინოპათია;

·         თირკმელების დაზიანება;

·         დიაბეტური ტერფი;

·         ჰიპეროსმოლარული კომა.

 

რისკის ჯგუფი

·         40 წელს ზემოთ ადამიანები;

·         ჭარბი წონის ადამიანები;

·         სისხლძარღვების დაავადებების მქონე პირები.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         ნაკლებცხიმიანი დიეტის დაცვა;

·         წონის დაკლება;

·         ფიზიკური ვარჯიშის შესრულება.