შაქრიანი დიაბეტი (პირველი ტიპის)

 

შაქრიანი დიაბეტი 1 ტიპის - შაქრიანი დიაბეტის ნაირსახეობა, რომელიც ხასიათდება სისხლში შაქრის შემცველობის აწევით და ინსულინის ნაკლებობით.

 

მიზეზები

·         მემკვიდრეობითი ფაქტორი;

·         ჭარბი წონა;

·         კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებები;

·         ხშირი ნერვული სტრესი;

·         ჰორმონალური ცვლილებები.

 

სიმპტომები

·         ძლიერი წყურვილი;

·         გულის რევა, ღებინება;

·         სხეულის მასის სწრაფი დაკარგვა;

·         მადის არქონა;

·         ხშირი შარდვა.

 

ასევე შეიძლება აღინიშნებოდეს:

·         წვივების კუნთების კრუნჩხვები;

·         სასქესო ორგანოების ქავილი;

·         გულის არეში ტკივილი;

·         კანის ჭრილობების ხანგრძლივი შეხორცება.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ენდოკრინოლოგი, რისთვისაც საჭიროა შარდისა და სისხლის ანალიზი სისხლში გლუკოზისა და ინსულინის დონის დასადგენად.

 

მკურნალობა

·         ინსულინოთერაპია;

·         სპეციალური დიეტის დაცვა;

·         ფიზიკური ვარჯიშები.

 

დიეტა

მკურნალობის პერიოდში საჭიროა დიეტის დაცვა, რომელიც რაციონიდან გამოირიცხავს შემდეგი სახის პროდუქტებს:

·         ცხიმიანი ხორცი, თევზი;

·         კონსერვები, შებოლილი პროდუქტები;

·         მაიონეზი, არაჟანი;

·         შოკოლადი, ნაყინი, მურაბები;

·         პური, მაკარონის ნაწარმი;

·         ბურღულეული;

·         კარტოფილი;

·         ტკბილი ხილი.

 

საშიშროება

თუ არ მოხდება დროული მკურნალობა და კონტროლი, შესაძლოა შემდეგი სახის გართულებები:

·         თირკმელების უკმარისობა;

·         სიბრმავე;

·         კიდურებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა;

·         არტერიული წნევის აწევა;

·         მიოკარდის ინფარქტი;

·         ინსულტი;

·         ქვედა კიურების დამბლა;

·         ათეროსკლეროზი;

·         დიაბეტური ტერფი;

·         ჰიპოგლიკემიური კომა.

 

რისკის ჯგუფი

·         ბავშები და 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდები;

·         სიმსუქნის პრობლემის მქონე ადამიანები;

·         ადამიანები, ვისაც ანამნეზში სისხლძარღვების დაავადებები აქვთ.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         სწორი კვება და ძღომამდე ჭამისგან თავის შეკავება;

·         ცხოვრების აქტიური სტილის ქონა;

·         სისხლში გლუკოზისა და ინსულინის შემცველობის კონტროლი;

·         სხეულის ნორმალური წონის შენარჩუნება.