შაქრიანი დიაბეტი (მეორე ტიპის)


შაქრიანი დიაბეტი 2 ტიპის  შაქრიანი დიაბეტის სახესხვაობა, რომელსაც ახასიათებს ინსულინის არასაკმარისი სინთეზი ან ორგანიზმის მიერ მისი არაადეკვატური გამოყენება.

 

მიზეზები

·         მემკვიდრეობითი მიდრეკილება;

·         სისხლში ინსულინის უკმარისობა;

·         კუჭკვეშა ჯირკვლის და ღვიძლის დაავადებები;

·         ჭარბი წონა.

 

სიმპტომები

·         წყურვილი, პირის სიმშრალე;

·         პოლიურია;

·         გულის რევა, ღებინება;

·         კანის ქავილი;

·         ქვედა კიდურების დამბლა;

·         საერთო სისუსტე, სწრაფი დაღლა;

·         გაზრდილი გაღიზიანებადობა;

·         სქესობრივი ფუნქციის დაქვეითება;

·         მენსტრუალური ციკლის დარღვევა.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ახდენს ექიმი ენდოკრინოლოგი, რისთვისაც საჭიროა შარდისა და სისხლის ანალიზი სისხლში შაქრის დონის დასადგენად.

 

მკურნალობა

·         ქსოვილების ინსულინორეზისტენტულობის ცვლილება;

·         გლუკოზის სინთეზის შეფერხება;

·         სპეციალური დიეტის დაცვა;

·         ანტიდიაბეტური პრეპარატები;

·         ინსულინოთერაპია.

 

დიეტა

მკურნალობის დროს საჭიროა დიეტის დაცვა, რომელიც სრულად გამორიცხავს რაციონიდან შემდეგ პროდუქტებს:

·         ცხიმიანი ხორცის სახეობები;

·         ძეხვეული და შებოლილი პროდუქტები;

·         კონსერვები;

·         ცხიმიანი რძის პროდუქტები;

·         თხილი და მზესუმზირა;

·         საკონდიტრო ნაწარმი, მურაბები, თაფლი;

·         ალკოჰოლური სასმელები.

 

ზომიერი დოზით მიიღება:

·         უცხიმო ხორცი, თევზი;

·         უცხიმო რძის პროდუქტები;

·         მარცვლოვნები;

·         პურ-ფუნთუშეული.

 

საშიშროება

დაავადების გართულებები შეიძლება იყოს:

·         მიოკარდის ინფარქტი;

·         ინსულტი;

·         თირკმლის უკმარისობა;

·         კანზე სტაფილოკოკური ინფექციები;

·         მხედველობის დაქვეითება;

·         იმპოტენცია;

·         დიაბეტური ტერფი;

·         ჰონორეა;

·         ნევრლოგიური დარღვევები.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის კონტროლი;

·         დაბალანსებული კვების ქონა;

·         რეგულარული ფიზიკური ვარჯიში;

·         სხეულის ნორმალური მასის ქონა.