შაკიკი
შაკიკი – ნევროლოგიური დაავადება, რომელსაც ახასიათებს ძლიერი თავის ტკივილი, ძირითადად ლოკალიზებული თავის ერთ მხარეს. კისრის შაკიკი წარმოიშობა კისრის სახსრების ანთების შედეგად.
აურა შაკიკის დროს – ეს არის ფაქტორი, რომელიც წინ უსწრებს თავის ტკივილის დაწყებას.
გამოიყოფა შაკიკის ორი სახეობა:
· კლასიკური (აურით);
· საერთო (აურის გარეშე).
შაკიკი ქალებში ვლინდება 30-50 წლის ასაკში. ბავშვებში გვხვდება 5 წლიდან.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზები ბოლომდე დადგენილი არ არის. თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლება იყოს:
· არტერიების შევიწროვება, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა;
· სისხლძარღვების არათანაბარი გაფართოვება;
· ნერვული სისტემის ნეიროვასკულარული აშლილობა;
· სეროტონინის მიმოცვლის სისტემური დარღვევა.
დაავადება შეიძლება პროვოცირებული იყოს შემდეგი ფაქტორებით:
· ალკოჰოლური სასმელით;
· ძლიერი სტრესით;
· მტვრიან ან სიგარეტის კვამლიან შენობაში ყოფნით;
· ჰორმონალური დარღვევებით (ქალებში).
სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია:
· თავის ტკივილი;
· გულის რევა;
· ხმაურისა და მძაფრი სინათლისადმი გაზრდილი მგრძნობელობა.
კლასიკური შაკიკის აურა შეიძლება გამოვლინდეს:
· თვალებში ნაპერწკლების გაჩენით;
· კიდურების სისტუით და მათი ანემიით;
· გარკვეული სუნის შეგრძნებით;
· შენელებული საუბრით.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ნევროლოგი. მკურნალობის დასადგენად ინიშნება:
· სისხლისა და შარდის ბიოქიმიური ანალიზი;
· თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;
· თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია;
· ელექტროენცეფალოგრაფია.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· თირკმელზედა და ფარისებრი ჯირკვლების მუშაობის დასტაბილურება;
· ნერვული სისტემის მუშაობის დასტაბილურება;
· გულსისხლძარღვთა სისტემის გაძლიერება.
რიგ შემთხვევებში ინიშნება გასაუმტკივარებელი პრეპარატები.
საშიშროება
უყურადღებობის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:
· თავის ტვინის შეშუპება;
· ტვინის აბსცესი;
· მენინგიტი;
· ანევრიზმა;
· ენცეფალიტი;
· ჰიდროცეფალია.
რისკის ჯგუფი
ამ ჯგუფში შედიან:
· მეგაპოლისების მაცხოვრებლები;
· ქალები (მენსტრუაციის პერიოდში);
· მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე ადამიანები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· დაბალანსებული კვება;
· მოწევაზე უარის თქმა;
· დღე-ღამეში მინიმუმ 7-8 საათი ძილი.