სახის კანის გამონაყარი


სახის კანის გამონაყარი  (აკნე) კანის საფარის დაავადება, რომელსაც ახასიათებს კანზე კომედონებისა და ჩირქოვანი გამონაყარის არსებობა, რომლებიც ლოკალიზდებიან მხრებზე, გულ-მკერდზე, სახეზე.

 

მიზეზები

·         კანის გარქოვანება;

·         ორგანიზმში ცხიმების რაოდენობის დარღვევა;

·         ცხიმოვანი ჯირკვლების აქტივობის გაზრდა;

·         კანის დაზიანება;

·         ანაბოლური სტეროიდების მიღება;

·         ჰორმონალური აქტივობა.

 

სიმპტომები

·         შავი, ნაცრისფერ-ყავისფერი წერტილები;

·         თეთრი წერტილები;

·         წითელი კვანძები;

·         ჩირქოვანი გამონაყარი.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს დერმატოლოგი, რისთვისაც საჭიროა:

·         სისხლის ანალიზი ჰორმონებზე;

·         სისხლის ბიოქიმიური ანალიზი;

·         ნაწლავის დისბაქტერიოზის ანალიზი;

·         სისხლის კლინიკური ანალიზი.

 

მკურნალობა

·         ანთებითი პროცესის და კანის ცხიმიანობის საწინააღმდეგო მალამოები და ლოსიონები;

·         ანტიბიოტიკები, ჰორმონალური პრეპარატები.

კანის გასაწმენდად საჭიროა:

·         კრიოთერაპია;

·         კანის პილინგი;

·         სახის მასაჟი.

 

დიეტა

დაავადების მკურნალობისას საჭიროა დიეტის დაცვა, რომელიც ზღუდავს შემდეგ პროდუქტებს:

·         ტკბილეული;

·         ცხარე;

·         ცხიმიანი;

·         ყავა;

·         რძის პროდუქტები.

 

საშიშროება

გართულებული აკნე კანზე ტოვებს ნაწიბურებს, რომელთა მოცილება შესაძლებელია მხოლოდ კოსმეტოლოგიურ კაბინეტში.

 

რისკის ჯგუფი

·         მოზარდები;

·         უხარისხო კოსმეტიკური საშუალებების მომხმარებლები;

·         არასწორი კვების მქონე პირები.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         სახისა და ტანის კანის რეგულარული მოვლა;

·         ცხიმიანი კოსმეტიკის გამოყენებისგან თავის შეკავება;

·         დაბალანსებული დიეტის დაცვა.