სარძევე ჯირკვლის კისტა

 

სარძევე ჯირკვლის კისტა - წარმოადგენს ბურთულოვან წარმონაქმნს, რომელიც თვალსაჩინოა და იწვევს დისკომფორტს. გამოიყოფა დაავადების შემდეგი ტიპები:

 

·         ცალმხრივი კისტა;

·         სარძევე ჯირკვლის მრავალრიცხოვანი კისტა.

შესიებული ადგილის ზომა შეიძლება იყოს რამოდენიმე მილიმეტრიდან რამოდენიმე სანტიმეტრამდე. კისტა, რომლის აღმოჩენა შესაძლებელია პალპაციის დახმარებით, ითვლება დიდ კისტად. აღნიშნული დაავადება გვხვდება როგორც ახალგაზრდა ქალებში, ისე ასაკოვნებშიც.

 

მიზეზები

დაავადების გამომწვევი მიზეზებია:

·         ჰორმონალური დარღვევები;

·         ასაკობრივი ბარიერი (30-40 წელი);

·         უნაყოფობა ან უშვილობა;

·         ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები;

·         ადრე გადატანილი სარძევე ჯირკვლებთან დაკავშირებული ოპერაციები;

·         გენეტიკური მიდრეკილება;

·         ნერვული სტრესი.

 

სიმპტომები

დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:

·         გამვკრივებული ადგილები, რომელთა გამოვლენა შესაძლებელია პალპაციით და რომლებიც იწვევენ დაჭიმულობას და ტკივილს;

·         წინამენსტრუალურ პერიოდში ტკივილების გაძლიერება;

·         ძუძუს თავის დეფორმაცია, დაჭიმულობა - გართულებულ მდგომარეობაში.

 

დიაგნოსტიკა

დაავდების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა:

·         მამოლოგის კონსულტაცია, რომელიც დეტალურად დაადგენს როგორ უნდა მოხდეს მკურნალობა;

·         გინეკოლოგის კონსულტაცია;

·         სარძევე ჯირკვლების ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;

·         მამოგრაფია;

·         სარძევე ჯირკვლების მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;

·         ასპირაციული ბიოპსია;

·         პნევმოკისტოგრაფია;

·         აღებული მასალის ჰისტოლოგიური გამოკვლევა;

·         პაციენტის ჰორმონალური ფონის გამოკვლევა.

 

მკურნალობა

დაავადების მკურნალობა მოიცავს:

·         კისტის პუნქციას;

·         ჰორმონალური პრეპარეტბის მიღების კურსს;

·         იმუნიტეტის ამწევ პრეპარატებს;

·         ქირურგიულ ჩარევას.

 

საშიშროება

სარძევე ჯირკვლების კისტა არ წარმოადგენს საშიშ დაავადებას, რამდენადაც ადვილია მისი დიაგნოსტირება და შემთხვევების უმეტესობაში ეფექტურად იკურნება. კისტის მთავარი საშიშროებაა ავთვისებიან სიმსივნეში მისი გადაზრდა. თუმცა ადეკვატური და აქტუალური გადაწყვეტილების შემთხვევაში პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია. 

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         მამოლოგთან რეგულარული ვიზიტი;

·         ჰორმონალური პრეპარატების მიღება მხოლოდ ექიმის კონტროლის ქვეშ;

·         იმუნიტეტის გამაძლიერებელი პრეპარატების მიღება;

·         ვიტამინოთერაპია;

·         მავნე ჩვევებზე უარის თქმა.