სამწვერა ნერვის ანთება

 

სამწვერა ნერვის ანთება  დაავადება, რომელსაც ახასიათებს სახის არეში ნერვის ანთბითი პროცესი. ბავშვებში და ახალგაზრდებში ის იშვიათად გვხვდება.

 

მიზეზები

დაავადების გამომწვევი მიზეზებია:

·         ვირუსული დაავადებები;

·         კბილების ანთებითი პროცესები;

·         ცხვირის ანთბითი პროცესები;

·         ათეროსკლეროზი;

·         სახის ტრავმები;

·         წარუმატებელი სტომატოლოგიური მკურნალობის შემდგომი გართულებები.

 

სიმპტომები

დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:

·         საკვების მიღების, საუბრისა და სიცივისას ძლიერი ტკივილი სახის არეში;

·         ცრემლდენა;

·         ნერწყვის ჭარბი გამოყოფა;

·         სახის ჰიპერემია;

·         ტუჩების, ლოყების, ცხვირის არეში გრძნობის დაკარგვა;

·         საღეჭი და მიმიკური კუნთების შევიწროვება.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ნევროლოგი. მკურნალობის დასადგენად საჭიროა:

·         სისხლის საერთ ანალიზი;

·         მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;

·         ანგიოგრაფია;

·         კომპიუტერული ტომოგრაფია;

·         ელექტრომიოგრაფია.

 

მკურნალობა

აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:

·         გასაუმტკივარებელ პრეპარატებს;

·         კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატებს;

·         ვირუსების საწინააღმდეგო პრეპარატებს;

·         ფიზიოთერაპიულ მკურნალობას.

ქირურგიული ჩარევა ხდება მაშინ, როცა კონსერვატიულ მკურნალობას შედეგი არ აქვს და ტარდება:

·         სამწვერა ნერვის ქერქის მიკროვასკულარული დეკომპრესია;

·         ნერვის ნაწილის მოცილება;

·         თავის ქალის მეხუთე წყვილი ნერვების პერიფერიული ბლოკადა;

·         კრიოქირურგიული ოპერაცია;

·         დიათერმოკოაგულაცია.

 

საშიშროება

დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი გართულებები:

·         სახის კუნთების პარეზი;

·         ნათხემის ჰემატომა;

·         სმენის დაქვეითება;

·         ნერვული სისტემის დაზიანება.

 

რისკის ჯგუფი

·         მოხუცები;

·         გულსისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანები;

·         ნივთიერებათა ცვლის დარღვევის მქონე ადამიანები.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         დაბალანსებული დიეტის დაცვა;

·         გადაციებისგან თავის დაცვა;

·         პირის ღრუს და ცხვირ-ხახის ინფექციური დაავადებების დროული მკურნალობა.