საკვერცხეების გამოფიტვის სინდრომი
საკვერცეების გამოფიტვის სინდრომი - ასეთ დროს ჩვეულებრივ საკვერცხეები ფუნქციონირებას 40 წლამდე წყვეტს და ხშირად პაციენტში უნაყოფობას იწვევს ის, რომ სათანადო რაოდენობის კვერცხუჯრედების აღარ ყალიბდება. საკვერცხეების ნაადრევი გამოფიტვა ზოგჯერ მენოპაუზაში ერევათ, მაგრამ მდგომარეობა იგივე არ არის, რადგან ამ უკანასკნელის დროს ქალებს ციკლი უწყდებათ და ვერ ორსულდებიან, ხოლო საკვერცხეების გამოფიტვის დროს, მიუხედავად არარეგულარული ციკლისა, ნაყოფის ჩასახვა სრულიად შესაძლებელია.
მიზეზები
- მემკვიდრეობითი ფაქტორი;
- აუტოიმუნური ჰიპოთირეოზი;
- სუსტი იმუნიტეტი;
- ტერატოგენური მოქმედების პრეპარატების ხანგრძლივად მიღება;
- დასხივება;
- ქიმიური ნივთიერებებით მოწამვლა;
- რიგი დაავადებების გართულებები;
- ხშირი სტრესი, გადაღლა, ფიზიკური დატვირთვა;
- გარე ორსულობის დროს გადატანილი ოპერაციები;
- ჰორმონალური ფონის დარღვევა.
სიმპტომები
- მენსტრუაციის უეცარი შეწყვეტა;
- შეხურება;
- ჭარბი ოფლიანობა;
- ხშირი თავის ტკივილი;
- სწრაფი დაღლა;
- თავბრუსხვევა;
- გაღიზიანებულობა;
- ტაქიკარდია;
- ძილის დარღვევა;
- შრომისუნარიანობის დაქვეითება;
- დათრგუნული ემოციური მდგომარეობა.
დიაგნოსტიკა
- სისხლის საერთო, ბიოქიმიური ანალიზი;
- მცირე მენჯის ორგანოების ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
- ჰისტელოსალპინოგრაფია;
- ლაპარასკოპია.
მკურნალობა
- ჰორმონალური ჩანაცვლებითი თერაპია;
- ორალური კონტრაცეპტივები;
- ფიზიოთერაპიული პროცედურები;
- აბაზანები.
საშიშროება
ყველაზე დიდი საშიშროება არის უნაყოფობა.
რისკის ჯგუფი
ქალები:
- გენეტიკური მიდრეკილებით;
- სუსტი იმუნიტეტით;
- რადიაქტიული დასხივებით;
- გარე ორსულობის შემთხვევით.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
- ინფექციური დაავადებების დროული მკურნალობა;
- გინეკოლოგთან რეგულარული ვიზიტი.