საკვერცხეების დისფუნქცია

საკვერცხეების დისფუნქცია - წარმოადგენს საკვერცხეების ჰორმონალური ფუნქციის დარღვევას, რაც გამოწვეულია ენდოკრინული ან ანთებითი პრობლემების გამო. საკვერცხეების დისფუნქციის დროს აღინიშნება მენსტრუალური ციკლის დარღვევა - ის ან ხანგრძლივია (დაახლოებით 35 დღე), ან შემცირებული (21 დღეზე ნაკლები). მენსტრუალური ციკლი ასეთი დაავადების დროს ძალიან მტკივნეულია, ჭარბი სისხლდენით. 

დაავადების დროს ფეხმძიმობა ძალიან სახიფათოა. პრაქტიკულად დაფეხმძიმება შეუძლებელია, მაგრამ თუ ჩასახვა მოხდება, ქალს მუცლის მოშლის დიდი შანსი აქვს. დაავადების განკურნების შემდეგ დიდია დაფეხმძიმების შანსი. სწორედ ამიტომ საჭიროა პრობლემის დროულად დიაგნოსტირება და მისი აღმოფხვრა. 

 

მიზეზები

დაავადების გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:

·         სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები;

·         ენდოკრინული დაავადებები;

·         ქრონიკული სტრესი;

·         დაღლილობა;

·         აბორტი;

·         ფეხმძიმობის მედიკამენტოზური გზით მოშლა;

·         საშვილოსნოში არასწორად ჩადგმული სპირალი;

·         ისეთ მედიკამენტების მიღება, რომლებიც იწვევენ მენსტრუალური ციკლის მოშლას.

 

სიმპტომები

დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:

·         არარეგულარული მენსტრუაცია;

·         მენსტრუაციის არქონა;

·         მენსტრუაციის დროს ინტენსიური სისხლდენა;

·         მუცლის ქვედა ნაწილში ძლიერი ტკივილი;

·         წელის არეში დისკომფორტი;

·         ოვულაციის დღეებში ტკივილები;

·         წინამენსტრუალური სინდრომის გართულებები;

·         სისხლდენა საშვილოსნოდან;

·         მენსტრუალური ციკლი ექვსი თვის შემდეგ;

·         მუცლის მოშლა.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკისთვის ტარდება:

·         გინეკოლოგის კონსულტაცია;

·         ჰორმონების ანალიზი;

·         მცირე მენჯის ორგანოების ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;

·         საშვილოსნოს ყელის ქსოვილების ბიოპსია და პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია;

·         თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია.

 

მკურნალობა

დაავადების მკურნალობა მოიცავს:

·         მენსტრუალური ციკლის ბოლო მესამედში პროჰესტერონომების თერაპია;

·         მენსტრუაციის შემდეგ ჰორმონალური პრეპარატების მიღება;

·         ორალური კონტრაცეპტივების მიღება;

·         ფიზიოთერაპია;

·         რეფლექსოთერაპია;

·         ჰომეოპათიური პრეპარატების მიღება;

·         საკვერცხეების დისფუნქციის გამომწვევი დაავადებების მკურნალობა.

 

საშიშროება

თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:

·         უნაყოფოფბა;

·         ენდომეტრიოზი;

·         საშვილოსნოს მიომა;

·         სარძევე ჯირკვლების კიბო;

·         მასტოპათია;

·         ონკოლოგიური დაავადებები.

 

პროფილაქტიკა

დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:

·         ჯანსაღი ცხოვრების წესის ქონა;

·         გინეკოლოგთან დროული ვიზიტი;

·         ენდოკრინოლოგთან დროული ვიზიტი;

·         ქალური დაავადებების დროული მკურნალობა;

·         შემთხვევითი და დაუცველი სქესობრივი კავშირებისთვის თავის არიდება.