საკვების ალერგია

 

 

საკვების ალერგია  – ძლიერი ალერგიული რეაქციაა საკვები პროდუქტის რომელიმე კომპონენტზე, რომელიც შედის მზა კერძში ან სასმელში. ყველაზე ხშირად ალერგიის ეს ტიპი ვლინდება ბავშვებში, მაგრამ 5 წლის ასაკიდან ის ქრება. ზრდასრულებში ასეთი ალერგია იშვიათია და ჩვეულებრივ ვლინდება პოლინოზთან ერთად.

 

მიზეზები

საკვების ალერგიის მიზეზი არის რომელიმე საკვები პროდუქტის აუტანლობა:

·         კვერცხი, რძე, მარცვლეული, არაქისი, სოიოეს პროდუქტები ბავშვებში მრავალი ტიპის ალერგიულ რეაქციას იწვევს;

·         არაქისი, თხილი, ზღვის პროდუქტები, ფრინველის ხორციეს პროდუქტები ალერგიას იწვევს მოზარდებში და ზრდასრულ ადამიანებში.

 

საკვების ალერგიის სიმპტომები

ალერგიის ამ ტიპს ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:

·         სურდო;

·         გართულებული სუნთქვა, ხუთვა;

·         გულის რევა, ღებინება;

·         გამონაყარი კანზე, ძლიერი ქავილის თანხლებით;

·         ტკივილი მუცლის არეში;

·         ცრემლდენა;

·         თვალების დაწილთლება და ქავილი;

·         ანგიონევროზული შეშუპება;

·         დიარეა;

·         დაბალი არტერიული წნევა.

 

დიაგნოსტიკა

ლარერგიის გამოსავლენად და სამკურნალოდ ექიმი-ალერგოლოგი ნიშნავს შემდეგ პროცედურებს:

·         სისხლის საერთო ანალიზი;

·         სისხლის ბიოქიმიური ანალიზი;

·         კანის ალერგიული სინჯები;

·         პროვოკაციული ტესტები.

დამატებით შსაძლოა საჭირო გახდეს:

·         კალას (განავლის) ანალიზი;

·         მუცლის ღრუს ულტრა-ბგერით გამოკვლევა;

·         ენდოსკოპიური გამოკვლევა.

 

საკვების ალერგიის მკურნალობა

ალერგიის სამკურნალოდ ინიშნება:

·         ანტიჰისტამინური პრეპარატები;

·         იმუნოთერაპია.

ზოგ შემთხვევაში შეიძება საჭირო გახდეს ადრენალინის ინექცია.

 

დიეტა

საკვებზე ალერგიით დაავადებულებისთვის მიზანშეწონილია დიეტის დაცვა, რომელიც ზღუდავს ისეთი პროდუქტების მოხმარებას, როგორიცაა:

·         შაქარი;

·         თაფლი;

·         კამფეტი;

·         საკონდიტრო ნაწარმი.

რაციონიდან უნდა ამოიღონ:

·         მსუყე საკვები;

·         საკვები დანამატები და საღებავები;

·         დამარილებული, შებოლილი, დამარინადებული საკვები;

·         ღვიძლი, თირკმელები, ტვინი;

·         კონსერვები;

·         კაკაო, შოკოლადი;

·         სპირტიანი სასმელები.

 

საშიშროება

საკვების ალერგიამ უყურადღებობის პირობებში შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი პრობლემები:

·         გონების დაკარგვა;

·         ჭინჭრის ციება;

·         ატოფიური დერმატიტი;

·         ანაფილაქტიკური შოკი.

 

რისკის ჯგუფი

რისკის ჯგუფს წარმოადგენენ:

·         გენეტიკური მიდრეკილების მქონე ადამიანები;

·         ასტომით დაავადებულიები;

·         ატოფიური დერმატიტით დაავადებულები;

·         სასურსათო სფეროში მომუშავეები.

 

პროფილაქტიკა

პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:

·         რაციონიდან ალერგენების სრულად ამოღება;

·         ჰიპოალერგიული დიეტის დაცვა;

·         კაფეებსა და რესტორნებში კერძების შემადგენლობის დაზუსტება.