როზაცეა

როზაცეა (ვარდისფერი აკნე) – ეს არის სახის კანის ქრონიკული დაავადება, რომელსაც აქვს არაინფექციური და ხშირ შემთხვევაში ანგიონერვოტული ხასიათი.

 

მიზეზები

·         ცხარე საკვებისა და სანელებლების ხშირი გამოყენება;

·         ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება;

·         ცხელი სასმელები;

·         ქიმიური პილინგი;

·         კორტიკოსტეროიდების შემცველი გარე მოხმარების საშუალებების გამოყენება;

·         აგრესიული შემცველობის კოსმეტიკური საშუალებები;

·         რიგი მედიკამენტების მიღება;

·         ზემდეტი ინსოლაცია;

·         სტრესი;

·         ძლიერი ქარი;

·         მაღალი ან დაბალი ტემპერატურის ზემოქმედება;

·         ფიზიკური დატვირთვა.

შინაგანი მიზეზები:

·         კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები;

·         ენდოკრინული დაავადებები;

·         იმუნური სისტემის მოშლა;

·         სისხლის მიმოქცევის დარღვევა;

·         ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია;

·         კანის ინფექციები.

 

სიმპტომები

·         კანზე ჰიპერემიული ადგილების გაჩენა;

·         კნზე წვრილი მოწითალო ან ჩირქოვანი პაპულების გაჩენა;

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს დერმატოლოგი გარეგანი დათვალიერების საფუძველზე.

 

მკურნალობა

·         დასაბანად თბილი წყლის გამოყენება;

·         მზეზე დიდხანს ყოფნისგან თავის შეკავება და მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება.

·         სიცივეში ცხიმიანი საცხების გამოყენება.

·         საუნებსა და აბანოებში სიარულისგან თავის შეკავება.

·         ხანგრძლივი და ინტენსიური ფიზიკური დატვირთვისგან თავის შეკავება.

·         სახისთვის რბილი პირსახოცის გამოყენება.

·         მამაკაცებისთვის რეკომენდირებულია ელექტრონული საპარსის გამოყენება.

·         სახის საცხები არ უნდა შეიცავდნენ ჰორმონალურ დანამატებს.

·         სახის საცხები არ უნდა შეიცავდნენ სისხლძარღვების გასაფართოვებელ საშუალებებს.

 

რისკის ჯგუფი

·         ქერა, ღია კანის ფერის ადამიანები;

·         ქალები მენოპაუზის დროს;

·         ალერგიული დერმატიტის მქონე პირები;

·         ჩრდილოეთის მაცხოვრებლები;

·         ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონიის მქონე პირები;

·         გასტრიტის და დუოდენდიტის პრობლემების მქონე პირები.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         დიეტის დაცვა;

·         სახის კანზე მაღალი ან დაბალი ტემპერატურის ზემოქმედების შეზღუდვა;

·         როზაცეას გამომწვევი დაავადებების დროული მკურნალობა;

·         კანის მოსავლელად ნატურალური კომპონენტების შემცველი საშუალებების გამოყენება, რომელბიც არ გმოიწვევს სახის კანის გაღიზიანებას.