როტაციზმი

 

როტაციზმი, ენაბორძიკობა - მეტყველების დარღვევა, რომელსაც ახასიათებს ბგერა «»-ს  გამოთქმის დარღვევა, წარმოადგენს დისლალიის ყველაზე გავრცელებულ ფორმას. უმეტეს შემთხვევაში არ არის თანდაყოლილი.

 

მიზეზები

აღნიშნული პათოლოგიის გამომწვევი მიზეზებია:

·         მექანიკური ფაქტორი;

·         ფუნქციონალური ფაქტორი;

·         მემკვიდრეობითი ფაქტორი.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ახორციელებს ექიმი-ლოგოპედი, რისთვისაც საჭრიოა გაირკვეს:

·         ბგერითი ანალიზის დონე;

·         ბგერათა წარმოთქმის განსაკუთრებულობა;

·         არტიკულარული აპარატის მდგომარეობა და მოძრაობა;

·         სმენისა და მხედველობის მდგომარეობა;

·         ფსიქოსამეტყველო განვითარების თავისებურებები;

·         სიტყვათა მარაგი;

·         გრამატიკის, წერის, კითხვის თავისებურებები;

·         მხედველობითი აღქმის უნარი.

 

მკურნალობა

ენაბორძიკობის გამოსწორება ხანგრძლივი და რთული პროცესია. რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო დიდია პათოლოგიის გამოსწორების შანსი.  მკურნალობის პერიოდში ექიმი ატარებს ლოგოპედიურ, ფსიქო-კორექტულ, პედაგოგიურ, კომუნიკაციურ სამუშაოებს:

·         ბგერების დაყენება;

·         ენის მასაჟი;

·         ენის წინა ნაწილის ვიბრაციის განსახორციელებელი სავარჯიშოები;

·         ბგერა «რ»-ს ავტომატიზაციის სავარჯიშოები;

·         არტიკულაციური ვარჯიში.

ზრდასრულებში ენაბორძიკობა აღენიშნება 2%-ს. ზრდასრულ ასაკში დეფექტის გამოსასწორებლად შეიძლება საჭირო გახდეს ენის კუნთებზე ქირურგიული ჩარევა.

 

პროფილაქტიკა

აღნიშნული დეფექტის შემდგომში თავიდან ასაცილებლად, რეკომენდირებულია ბავშვის მეტყველების განვითარებაზე თავიდანვე ზრუნვა და ლოგოპედთან დროულად მისვლა.