რინოფიმა

 

რინოფიმა - კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ჩნდება ცხვირის ყველა ელემენტის ჰიპერტროფიის ფორმით.   

 

მიზეზები

·         როზაცეას გართულებული დაავადება;

·         ჰორმონალური ფონის დარღვევა;

·         ჰიპოვიტამინოზი;

·         სტრესული სიტუაციები;

·         გადახურება;

·         გადაციება;

·         მაღალი ტენიანობა;

·         ზედმეტი სიმშრალე;

·         ჰაერის დამტვერვა;

·         სპირტიანი სასმლის გამოყენება;

·         კანის სისხლძარღვების თანდაყოლილი ანომალიები.~

 

სიმპტომები

·         პათოლოგიის კერები, რომლებიც ლოკალიზდება ცხვირის ნესტოებთან;

·         პათოგენური წანაზარდები კანზე;

·         გაფართოვებული ფორები;

·         ჩირქოვანი მასა ცხვირში;

·         ახალი წარმონაქმნების ცუდი სუნი;

·         კანის საფარის გასქელება.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ოტოლარინგოლოგი, შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგის ჩარევაც. გამოკვლევისთვის საჭიროა ჰიპერტროფირებული ჯირკვლებიდან გამონადენის ციტოლოგიური გამოკვლევა.

 

მკურნალობა

·         ქირურგიული ჩარევა;

·         ლაზერული თერაპია;

·         ცხვირის რინოფიმას რადიოტალღური მეთოდით მკურნალობა;

·         პლასტიკური ოპერაცია, რომელიც გაასწორებს ცხვირის ფორმას.

 

საშიშროება

რინოფიმა - ეს არის დაავადება, რომელიც ნეგატიურად აისახება არამარტო ადამიანის ჯანმრთელობაზე, არამედ მის გარეგნობაზეც. მისი უყურადღებოდ დატოვება იწვევს რიგი გართულებების გამოწვევას, რომელთაგან ერთ-ერთი, მაგალითად შეშუპება შეიძლება გადაიზარდოს ავთვისებიან სიმსივნეში და გამოიწვიოს ლეტალური შედეგი.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         სებორეას თერაპია;

·         ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებებისგან თავის დაცვა;

·         კოსმეტოლოგთან ვიზიტი;

·         პირადი ჰიგიენის წესების დაცვა;

·         იმუნიტეტის გაძლიერება;

·         აღნიშნული პრობლემის გამომწვევი პათოლოგიების დროული მკურნალობა.