რევმატიზმი

რევმატიზმი   დაავადება, რომელიც ხასიათდება დამაკავშირებელი ქსოვილის ანთებითი ინფექციურ-ალერგიული სისტემური დაზიანებით.

ლოკალიზაციის მიხედვით გამოიყოფა:

·         გულის რევმატიზმი;

·         სისხლძარღვების რევმატიზმი;

·         სახსრების რევმატიზმი;

·         კანის რევმატიზმი;

·         ვენტრალური ნერვული სისტემის რევმატიზმი;

·         სეროზული საფარის რევმატიზმი.

 

მიზეზები

·         ინფექციური დაავადებები;

·         იმუნური სისტემის დაქვეითება;

·         ორგანიზმის გადაციება.

 

სიმპოტმები

·         სხეულის ტემპერატურის 39 გრადუსამდე აწევა;

·         საერთო სისუსტე;

·         სწრაფი დაღლა;

·         ჭარბი ოფლიანობა;

·         თავის ტკივილი;

·         სახსრების ტკივილი, გაწითლება, სახსრების შეშუპება, მოძრაობის დაქვეითება;

·         გულის ტკივილი, გახშირებული გულისცემა;

·         კუნთების კანკალი, კუნთების სისუსტე;

·         ღია ვარდისფერი გამონაყარი კანზე, სახსრების კანქვეშ კვანძების გაჩენა.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს რევმატოლოგი, რისთვისაც საჭიროა:

·         სისხლის საერთო ანალიზი;

·         სასუნთქი გზებიდან ნაცხის დათესვა;

·         ელექტროკარდიოგრაფია;

·         ექოკარდიოგრაფია;

·         ფილტვების რენტგენი.

 

მკურნალობა

·         არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები;

·         კორტიკოსტეროიდები;

·         ანტიბიოტიკები;

·         იმუნიტეტის გასაძლიერებელი პრეპარატები.

 

საშიშროება

დაავადების გართულებები შეიძლება გახდეს:

·         არითმია;

·         სისხლის მიმოქცევის დარღვევა;

·         გულის უკმარისობა;

·         თავის ტვინის იშემია;

·         ელენთის და თირკმელების ინფარქტი;

·         მაგისტრალური სისხლძარღვების თრომბოემბოლია.

 

რისკის ჯგუფი

·         7-15 წლის ასაკის ბავშვები;

·         ქალები;

·         ცხვირ-ხახის ინფექციური დაავადებების მქონე ადამიანები;

·         მემკვიდრეობითი მიდრეკილების ადამიანები.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         ინფექციური დაავადებების დროული მკურნალობა;

·         ორგანიზმის გაკაჟება;

·         გაზაფხულ-შემოდგომის პერიოდში ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღება.