რექტოცელე

რექტოცელე დაავადება, რომელიც ხასიათდება სწორი ნაწლავის წინა კედლის პროტრუზიით. რექტოცელე უვითარდებათ მხოლოდ ქალებს.


მიზეზები

·         ფეხმძიმობა, მშობიარობა;

·         ესტროგენის ჰორმონის დონის დაწევა;

·         თეძოს თანდაყოლილი დეფექტები;

·         ხანგრძლივი შეკრულობა;

·         სასქესო გზების დაავადებები;

·         ანალური გზის ფუნქციის დარღვევა;

·         მუცლის ღრუში წნევის დარღვევა;

·         ქრონიკული ბრონქიტი, რომელსაც ახლავს ხშირი ხველა;

·         მუდმივად სიმძიმის აწევა.


სიმპტომები

·         დეფეკაციის გართულება;

·         დეფეკაციის შემდეგ ნაწლავის დაუცლელობის შეგრძნება;

·         ხშირი მოთხოვნილება დეფეკაციისკენ;

·         სქესობრივი აქტის დროს ტკივილი;

·         ხველისა და ცემინების დროს შარდის შეუკავებლობა.


დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-პროქტოლოგი, რისთვისაც საჭიროა:

·         სწორი ნაწლავის გამოკვლევა;

·         საშოს გამოკვლევა;

·         რექტორომანოსკოპია;

·         ანალური გზის გამოკვლევა.


მკურნალობა

·         პროკინეტიკები, ეუბიოტიკები;

·         მენჯის გასამკვრივებელი ვარჯიშები;

·         დიეტის დროს რაციონში შედის მცენარეული უჯრედების შემცველი პროდუქტები;

·         ქირურგიული ჩარევა.


საშიშროება

დაავადების გართულება შეიძლება იყოს:

·         ქრონიკული ბუასილი;

·         ანალური ნაპრალი;

·         სწორი ნაწლავის გახეთქვა;

·         ქრონიკული კრიპტიტი.


რისკის ჯგუფი

·         ქალები ფეხმძიმობისა და პოსტსამშობიარო პეროდში;

·         ქალები მენოპაუზის პერიოდში;

·         ქალები, რომლებსაც აწუხებთ მუცლის ღრუს წნევის აწევის გამომწვევი დაავადებები;

·         ქალები, რომლებსაც აწუხებთ საშოს და საშვილოსნოს კედლების გამოვარდნის პრობლემები.


პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         შეკრულობის დროული მკურნალობა;

·         მძიმიე ფიზიკური დატვირთვის შეზღუდვა.