რეინოს სინდრომი

რეინოს სინდრომი დაავადება, რომელსაც ახასიათებს კიდურებში არტერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევა.

 

მიზეზები

·         რევმატოლოგიური დაავადებები;

·         სისხლძარღვების დაავადებები;

·         ხშირი გადაციება;

·         ენდოკრინული სისტემის დარღვევა;

·         ორგანიზმის ინტოქსიკაცია.

 

სიმპტომები

·         ემოციური მდგომარეობისას კიდურებში სისხლის მიწოდების დარღვევა;

·         თითების გაუფერულება;

·         თითებში ჩხვლეტა და გრძნობის დაკარგვა;

·         თითების კანის მოლურჯო ფერი;

·         თითებში ტკივილი;

·         გათბობისას თითები წითლდება;

·         სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს ტუჩებზე, ცხვირის ნესტოებთან და ყურებზე.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს თერაპევტი, რისთვისაც საჭიროა:

·         პროვოკაციული სინჯი სიცივეზე;

·         სისხლის საერთო ბიოქიმიური ანალიზი;

·         რეოვაზოგრაფია;

·         პლეტიზმოგრაფია;

·         ლაზერულ-დოპლერული ფლოუმეტრია.

 

მკურნალობა

·         ძირითადი დაავადების მკურნალობა;

·         სისხლძარღვების გასაფართოვებელი საშუალებები;

·         ფიზიოთერაპია;

·         თრომბის საწინააღმდეგო პრეპარატები;

·         სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელი პრეპარატები;

·         ქირურგიული ჩარევა;

·         ექსტრაკორპორალური ჰემოკორექცია.

 

საშიშროება

დაავადების ძირითადი საშიშროებაა ტროფიკული წყლულის, სეპსისის, ჩირქოვანი ვარიკოტრომბოფლებიტის გაჩენა.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         გადაციებისგან თავის დაცვა;

·         ცივ სეზონზე ხელთათმანების ტარება;

·         სისხლძარღვების შესავიწროვებელი პრეპარატების მიღება ექიმის მკაცრი კონტროლის ქვეშ;

·         სტრესული სიტუაციებისგან თავის დაცვა.