ქუნთრუშა

 

ქუნთრუშა მწვავე ინფექციური დაავადება, რომელიც ძირითადად 3-10 წლის ასაკის ბავშვებში გვხვდება.

 

მიზეზები

ქუნთრუშა ვითარდება ორგანიზმის А ჯგუფის სტრეპტოკოკებით დაავადების გამო.

 

სიმპტომები

·         ტემპერატურის აწევა 40 გრადუსამდე;

·         სისუსტე;

·         ციება;

·         გულის რევა, ღებინება.

·         ტანზე წვრილი გამოანყარი;

·         ქავილი, კანის დახეთქვა;

·         ენის ღია წითელი ფერი;

·         გამონაყარი ხახაზე.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკისთვის პედიატრისთვის საკმარისია პაციენტის დათვალიერება, რიგ შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს სისხლის ანალიზი.

 

მკურნალობა

·         ანტიბიოტიკები;

·         პენიცილინი;

·         ანტიალერგიული პრეპარატები;

·         პოლივიტამინები;

·         ყელის გამორეცხვა ანტისეპტიკური ხსნარებით და ბალახის ნაყენით;

·         წოლითი რეჟიმი.

 

დიეტა

მკურნალობის დროს პაციენტებს ენიშნებათ დიეტა №2, გამოჯანმრთელების შემდეგდიეტა №15. საჭიროა ბევრი სითხის მიღება.

საშიშროება

 

დაავადების გართულება შეიძლება იყოს:

·         ოტიტი;

·         სინუსიტი;

·         ქრონიკული ტონზილიტი;

·         ბრონქიტი;

·         პნევმონია;

·         რევმატიზმი;

·         პიელონეფრიტი;

·         სისხლის მოწამვლა;

·         ძვლების ანთება.

 

რისკის ჯგუფი

·         10 წლამდე ასაკის ბავშვები;

·         სუსტი იმუნიტეტის მქონე ბავშვები;

·         ანემიის მქონე ადამიანები.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         იმუნური სისტემის გამყარება;

·         დაავადებულთან კონტაქტისგან თავის შეკავება;

·         საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების რეგულარულად განიავება და კარგად დასუფთავება.