ქოლანგიტი

 

 

ქოლანგიტი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ღვიძლის სანაღვლე სადინარების ანთება.

 

მიზეზები

·         სანაღვლე სადინარებში ბაქტერიული გამაღიზიანებლების მოხვედრა;

·         სანაღვლე სადინარების აუტოიმუნური ანთება;

·         სანაღვლე სადინარებისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ანთება;

·         სანაღვლე სადინარების პოსტოპერაციული სტრიქტურა;

·         მსხვილი დანწლავიდან ბაქტერიის რეფლუქსი;

·         სანაღვლე დრენაჟების გამავლობის დარღვევა.

 

სიმპტომები

·         სხეულის მაღალი ტემპერატურა (40 გრადუსამდე);

·         მარჯვენა ნეკნებქვეშ ტკივილი;

·         კანის ქავილი;

·         ჭარბი ოფლდენა;

·         საერთო სისუსტე;

·         არტერიული წნევის დაწევა;

·         კანის მონაცრისფრო-მოყვითალო ფერი;

·         ციება.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-გასტროენტეროლოგი, რისთვისაც საჭიროა:

·         სისხლის საერთო ანალიზი;

·         ბიოქიმიური სინჯები;

·         ნაღვლის ბაქტეროლოგიური დათესვა;

·         დუოდენალური ზონდირება;

·         კალას ანალიზი;

·         მუცლის ღრუს ორგანოების, ღივიძლის ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;

·         ენდოსკოპური რეტროგრადული პანკრეატოქოლანგიოგრაფია;

·         მაგნიტო-რეზონანსული პანკრეატოქოლანგიოგრაფია;

·         სანაღვლე გზების ულტრასონოგრაფია.

 

მკურნალობა

·         სპაზმოლიტიკები;

·         ანტიბაქტერიული საშუალებები;

·         ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები;

·         ანტიპარაზიტული პრეპარატები;

·         პლაზმოფარეზი;

·         ფიზიოთერაპიული პროცედურები;

·         ქირურგიული ჩარევა.

 

საშიშროება

·         ღვიძლის აბსცესი;

·         სეფსისი;

·         ღვიძლისა და თირკმლის უკმარისობა.

 

რისკის ჯგუფი

·         50-60 წლის ქალები;

·         ანამნეზში ნაღველკენჭოვანი დაავადებების მქონე ადამიანები.

 

პროფილაქტიკა

·         გასტროენტეროლოგთან ყოელწლიურად ვიზიტი;

·         კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროული მკურნალობა.