ქერტლი

 

ქერტლი დაავადება, რომელსაც ახასიათებს თავის თმიანი ნაწილის საფარის აქტიური გამოშრობა.

 

მიზეზები

დაავადების გამომწვევი მიზეზებია:

·         Malassezia Furfur-ის სოკო;

·         ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციის დარღვევა;

·         სოკოვანი დაავადებების, ფსორიაზის გართულება;

·         არასწორი კვება;

·         თავის იშვიათი დაბანა;

·         ორგანიზმში ჰორმონალური ცვლილებები;

·         თმის მოვლის არასწორად შერჩეული საშუალებები;

·         თმის ხშირი შეღებვა;

·         იმუნიტეტის დაქვეითება;

·         კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები;

·         ნერვულ-ფსიქიკური აშლილობა.

 

სიმპტომები

დაავადებას ახასიათებს:

·         თავის კანზე ცხიმიანი ან გამომშრალი თეთრი ნადების გაჩენა;

·         თმის სიმშრალე, ცხიმიანობა ან მტვრევადობა;

·         თმის ფერის გახუნება;

·         თავის კანის ქავილი;

·         თმის ცვენა.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ტრიქოლოგი. მკურნალობის დასადგენად საჭიროა:

·         თავის კანის დათვალიერება;

·         სისხლის საერთო, ბიოქიმიური ანალიზი;

·         თავის კანის ნაცვეთის მიკრობიოლოგიური გამოკვლევა.

 

მკურნალობა

აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:

·         სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებს;

·         თმის მოვლის სამკურნალო საშუალებებს;

·         გლუკოკორტიკოსტეროიდულ პრეპარატებს;

·         თავის კანის მიკრომასაჟს;

 

დიეტა

მკურნალობის დროს რაციონში საჭიროა შემდეგი პროდუქტების შეტანა:

·         ზღვის პროდუქტები, თევზი;

·         ავოკადო, ბანანი;

·         სტაფილო, პომიდორი, კომბოსტო;

·         თხილი, არაქისი, ფინიკი;

·         რძის პროდუქტები.

საჭიროა ცომეულის, ტკბილეულის, ცხარე საკვების გამორიცხვა.

 

საშიშროება

თუ არ მოხდება დაავდების მკურნალობა, შესაძლოა განვითარდეს:

·         ნაწილობრივი ან სრულად გამელოტება;

·         თავის კანის და რბილი ქსოვილების ინფექციურ-ანთებითი დაავადებების განვითარება.

 

რისკის ჯგუფი

·         სებორეის მქონე ადამიანები;

·         მამაკაცები;

·         ახალშობილები;

·         მოზარდები;

·         ადამიანები, ვინც ხშირად იცავს დიეტას;

·         ადამიანები, ვისაც გადატანილი აქვთ ინფარქტი და ინსულტი;

·         ნევროლოგიური დაავადებების მქოე პირები.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         დაავადების დროული მკურნალობა;

·         დაბალანსებული კვების ქონა;

·         ძლიერი სტრესის და დეპრესიის თავიდან აცილება;

·         თმის შამპუნის და მოვლის საშუალებების სწორად შერჩევა;