ქათმის სიბრმავე

 

ქათმის სიბრმავე - წარმოადგენს დაავადებას, რომლის დროს პაციენტს არ შეუძლია დაინახოს ბინდში ან არასაკმარისად განათებულ სივრცეში. თვალები შუქის მიმართ ნაკლებად მგრძნობიარენი არიან. მხედველობის არე ვიწროვდება, ძირითადი ფერების გარჩევა რთულდება. ბავშვებში დაავადების დიაგნოსტირება ხდება 3 წლის ასაკში.  

 

მიზეზები

დაავადების გამომწვევი მიზეზებია:

·         ორგანიზმში А ვიტამინის ნაკლებობა;

·         ანემია;

·         ღვიძლის არასწორი მუშაობა;

·         ორგანიზმის გამოშრობა;

·         გენეტიკა;

·         მხედველობის ორგანოს დაავადებების არსებობა;

·         როდოპსინის პიგმენტის უკმარისობა თვალის ბადურაში.

 

სიმპტომები

დაავადებას ახასიათებს შედმეგი სახის სიმპტომები:

·         არასაკმარისი განათების დროს მხედველობის სულ უფრო დაქვეითება;

·         მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება;

·         სიბნელეში თვალის ბადურის მგრძნობელობა;

·         ფერების გარჩევის უნარის დაკარგვა;

·         მხედველობის არეში წერტილების გაჩენა;

·         სივრცეში ორიენტაციის გაუარესება;

·         კონიუქტივიტი;

·         თვალის ლორწოვანის სიმშრალე;

·         თვალების ტკივილი;

·         თმის მტვრევა და ცვენა;

·         წყლულების გაჩენა რქოვანაზე. 

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას სჭირდება:

·         ოფთალმოლოგის მხრიდან კომპლექსური დათვალიერება;

·         სპეციალურ აპარატზე შემოწმების გავლა, რომლის საშუალებით ხდება თვალის ბადურის ანომალიების დადგენა;

·         სისხლის ანალიზი;

·         დაზიანებული თვალის ულტრა-ბგერითი გამოკვლევა. 

 

მკურნალობა

დაავადების მკურნალობა მოიცავს:

·         დიეტოთერაპიას;

·         ვიტამინოთერაპიას

თუ დაავდება თანდაყოლილია ინიშნება დაბალანსებული კვება, გარდა ამისა, აქტუალურია შემდეგი ქმედებები:

·         ქირურგიული ჩარევა;

·         ლაზერული თერაპია;

·         თვალის დაავადებების მკურნალობა, რომლებიც იწვევენ ქათმის სიბრმავეს.

 

საშიშროება

კომპლექსური მკურნალობის გარეშე და А ვიტამინის ნაკლებობით შესაძლოა განვითარდეს გართულებები, დაირღვეს პერიფერიული მხედველობა. სრულფასოვანი მკურნალობის დროს შედეგი დადებითია.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         საკვებად А ვიტამინით მდიდარი პროდუქტების გამოყენება;

·         ოფთალმოლოგის რეგულარული კონსულტაცია;

·         მხედველობის პრობლემების დროული და საფუძვლიანი მკურნალობა.