ქალიაზიონი

 

ქალიაზიონი - წარმოადგენს თვალის ქუთუთოს შესიებას, რომელიც პროვოცირებულია ცხიმოვანი ჯირკვლების გაჭედვით, რაც ამ ადგილებში სითხის დაგროვებას იწვევს.

 

მიზეზები

·         ორგანიზმის გადაციება;

·         ბლეფარიტი;

·         იმუნიტეტის დაქვეითება;

·         გაციება;

·         პირადი ჰიგიენის ნორმების დარღვევა;

·         კონტაქტური ლინზების ტარება;

·         კანის ცხიმიანობის გაზრდა;

·         ორგანიზმის დასუსტება სხვადასხვა დაავადებებით.

 

სიმპტომები

·         ქუთუთოს ტკივილი;

·         ქუთუთოს დაწითლება;

·         კონიუქტივიტი;

·         დაჩირქება;

·         კანის გასქელება;

·         პალპაციის დროს შეგრძნებადი ბურთულოვანი წარმონაქმნი;

·         წარმოქმნილი ნახვრეტიდან ჩირქდენა;

·         მხედველობის დაქვეითება;

·         თვალის დახამხამების შეუძლებლობა;

·         თვლის ასტიგმატიზმი;

·         ქუთუთოს გარშემო მომრგვალო წარმონაქმნი.

 

დიაგნოსტიკა

·         პროფესიონალ ოფთალმოლოგთან კონსულტაციის გავლა;

·         მხედველობის კომპიუტერული შემოწმება;

 

მკურნალობა

·         თბილი, მშრალი კომპრესები;

·         ქუთუთოების მსუბუქი მასაჟი;

·         ულტრამაღალი სიხშირის თერაპია;

·         მედიკამენტოზური თერაპია;

·         ჩაწვეთება;

·         სპეციალური მალამოების გამოყენება;

·         კორტიკოსტეროიდების ინექცია;

·         ოპერატიული ჩარევა;

 

საშიშროება

დაავადების მთავარი საშიშროება არის კისტის ფორმირების პერსპექტივა, რაც მთელი ორგანიზმისთვის შეიძლება გახდეს საშიში.  

 

პროფილაქტიკა

·         პირადი ჰიგიენის ნორმების დაცვა;

·         თუ ხმარობთ - კონტაქტური ლინზების და ხსნარის რეგულარულად გამოცვლა;

·         ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივად გაკონტროლება.