პროქტიტი
პროქტიტი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთება.
გამოიყოფა დაავადების შემდეგი სახეობები:
· ალიმენტარული პროქტიტი;
· ჰონორეული პროქტიტი;
· ინერტული პროქტიტი;
· პარაზიტული პროქტიტი;
· რადიაციული პროქტიტი.
მიზეზები
· სწორი ნაწლავების ვენოზური ინერტულობა;
· ხშირი შეკრულობა;
· კვების რეჟიმის დარღვევა;
· სწორი ნაწლავის ტრავმები;
· ბაქტერიებით ინფიცირება;
· მცირე მენჯის ორგანოების დაავადებების გართულება;
· სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გართულება.
სიმპტომები
· უკანა ტანში ძლიერი ტკივილები;
· უკანატანის ქავილი;
· კალასთან ერთად სისხლიანი ან ჩირქოვანი გამონადენი;
· დეფეკაციის ხშირი მოთხოვნილება;
· ტკივილი დეფეკაციის დროს;
· სფინქტერის სპაზმი;
· მცირე მენჯში სიმძიმის გრძნობა;
· საერთო სისუსტე;
· სხეულის ტემპერატურის აწევა.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-პროქტოლოგი, რისთვისაც საჭიროა:
· რექტორომანოსკოპია;
· სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ბიოპსია;
· კალას ანალიზი;
· ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა.
მკურნალობა
· ანტიბიოტიკები;
· გამწმენდი ოყნები;
· კორტიკოსტეროიდები;
· ანტიბაქტერიული პრეპარატები;
· დასაჯდომი ბალახეულის აბაზანები.
დიტა
მკურნალობის დროს საჭიროა დიეტის დაცვა და რაციონიდან შემდეგი პროდუქტების გამორიცხვა:
· ცხარე საკვები;
· ტკბილეული;
· შემწვარი საკვები;
· სპირტიანი სასმელები.
საშიშროება
უყურადღებობამ შესაძლოა გამოიწვიოს შემდეგი სახის გართულებები:
· დისბაქტერიოზი;
· სწორი ნაწლავის დავიწროვება;
· მსხვილი ნაწლავის კიბო;
· პარაპროქტიტი;
· შარდის ბუშტის ანთება;
· პროსტატის ანთება.
რისკის ჯგუფი
· შეკრულობის, კოლიტის მქონე ადამიანები;
· სწორი ნაწლავის დაზიანებების მქონე ადამიანები;
· ბუასილის მქონე ადამიანები;
· ანალური სექსის მქონე ადამიანები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· პირადი ჰიგიენის წესების დაცვა;
· სასქესო ორგანოების და მცირე მენჯის ორგანოების დაავადებების დროული მკურნალობა;
· შეკრულობის პროფილაქტიკა;
· ნატურალური ქსოვილისგან დამზადებული შიდა თეთრეულის შერჩევა;
· გადაციებისგან თავის დაცვა.