პრიდონტიტი

პრიდონტიტი დაავადება, რომელსაც ახასიათებს დამაკავშირებელი ქსოვილის ანთება, რომელიც გარს აკრავს კბილის გვირგივნს. გამოიყოფა დაავადების მწვავე და ქრონიკული ფორმები.

 

მიზეზები

დაავადების გამომწვევი მიზეზებია:

·         კარიესის გართულება;

·         ფესვის არხების უხარისხო მკურნალობა;

·         პულპიტის გართულებები;

·         კბილის ტრავმები და მოტეხილობები;

·         აგრესიული ქიმიური ნივთიერებების ხანგრძლივი ზემოქმედება.

 

სიმპტომები

·         კბილის მწვავე ტკივილი;

·         საკვების ღეჭვის დროს ტკივილი ძლიერდება;

·         ტუჩების, ქუთუთოების დასიება;

·         ღრძილების გარშემო მტკივნეული ინფილტრატის გაჩენა;

·         რთულ ფორმებში კბილი ირყევა;

·         ცუდი სუნი პირიდან;

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-სტომატოლოგი. მკურნალობის დასადგენად საჭიროა:

·         საერთო დათვალიერება;

·         სისხლის, შარდის საერთო ანალიზი;

·         ყბის რენტგენი;

·         პირის ღრუს რადიოვიზიგრაფია.

 

მკურნალობა

აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:

·         პერიდონტიტის გამომწვევი ძირითადი მიზეზის მკურნალობა;

·         მედკამენტოზური მკურნალობა;

·         ლაზერული, ულტრა-ბგერითი მკურნალობა;

·         ნეკროტური პულპის მოცილება;

·         დაზიანებული კბილის მოცილება;

·         ფესვების არხების ინსტრუმენტული დამუშავება;

·         კბილების დაპლომბვა;

·         კბილების იმპლანტაცია.

 

საშიშროება

დაავადების გართულებები შეიძლება გახდეს:

·         პაროდონტიტი;

·         პაროდონტოზი;

·         პაროდონტალური აბსცესი;

·         კბილების დაცვენა;

·         გლომერუონეფრიტი;

·         სახსრების ქსოვილის რევმატული დაავადება.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა;

·         მოწევაზე უარის თქმა;

·         სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტი;

·         პირის ღრუს პროფესიონალური წმენდა;

·         კალციუმით მდიდარი საკვების მიღება.