პოსტსამშობიარო დეპრესია

პოსტსამშობიარო დეპრესია ფსიქიკური დაავადება, რომელიც ვითარდება მშობიარობის შემდეგ და გამოიხატება შფოთვაში, აპათიაში, დათრგუნულ მდგომარეობაში, ინტერესების დაკარგვაში.

სიმპტომების მიხედვით გამოიყოფა:

·         მსუბუქი დეპრესიული ეპიზოდი;

·         საშუალო დეპრესიული ეპიზოდი;

·         მძიმე დეპრესიული ეპიზოდი.

 

მიზეზები

დაავადების განვითარების ძირითადი მიზეზებია:

·         ფსიქოლოგიური;

·         ბიოლოგიური.

 

სიმპტომები

დაავადებას ახასიათებს:

·         ხასიათის გაფუჭება;

·         დარდიანობა, სწრაფი სიარული, ქაოტური აზროვნება;

·         თავისუფალი ნების დაქვეითება;

·         სწრაფი დაღლა;

·         შინაგანი გაღიზიანება;

·         თვითკრიტიკა, დანაშაულის გრძნობა;

·         ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება;

·         გადაწყვეტილებების მიღების გართულება;

·         ახალშობილზე მუდმივი შფოთვა;

·         ბავშვის მოვლის შეუძლებლობა, დაბნეულობა;

·         ბავშვისადმი გულგრილობა.

·         ძილის დარღვევა;

·         მადის გაუარესება;

·         ცხოვრების აზრის დაკარგვა, სუიციდისკენ მიდრეკილება.

 

დიაგნოსტიკა

დიაგნოსტიკას ატარებს ფქიქოლოგი, რისთვისაც საჭიროა საერთო დათვალიერება, ჩივილების მოსმენა და ანამნეზის ანალიზი.

 

მკურნალობა

აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:

·         ანტიდეპრესანტებს;

·         ნეიროლეპტიკებს;

·         ტრანკვილიზატორებს;

·         ფსიქოთერაპიას.

 

საშიშროება

შესაძლოა შემდეგი სახის გართულებები:

·         დეპრასიის გაღრმავება;

·         სუიციდის მცდელობა;

·         სოციალური პრობლემები (ოჯახის დანგრევა, ბავშვზე უარის თქმა).

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         პოსტსამშობიარო დეპრესიის დროული დიაგნოსტირება და მკურნალობა;

·         ფეხმძიმობის დაგეგმვა და სამშობიარო პროცესისთვის სწორად მომზადება;

·         ფეხმძიმობის დროს კვალიფიციური რეკომენდაციების მიღება.