პოლიომიელიტი
პოლიომიელიტი – მწვავე ვირუსული დაავადება, რომელსაც ახასიათებს ნერვული სისტემის დაზიანება და ცხვირხახისა და ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესი.
მიზეზები
დაავადება წარმოიშობა ორგანიზმში Picornaviridae-ის ტიპის ვირუსის განვითარებით.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
· არაპარალიტიკური ფორმა, ორგანიზმის ინტოქსიკაცია — დაბალი ტემპერატურა, გულის რევა, ღებინება, სურდო, მუცლის ტკივილი, დიარეა;
· მენინგიალური ფორმა — სხეულის ტემპერატურის აწევა 38-39°С-მდე, ხველა, ცხვირიდან გამონადენი, ძილიანობა, მოთენთილობა, თავის ტკივილი, ღებინება, კუნთების მოდუნება;
· პარალიტიკური ფორმა — მაღალი ტემპერატურა 38,5 - 39,5°С-მდე, თავის ტკივილი, სურდო, ყელის ტკივილი, ზურგის, კიდურების ტკივილი, კუნთების კანკალი, მეხსიერების დაქვეითება, კიდურების კუნთების მოულოდნელი პარალიჩი.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-პედიატრი, რისთვისაც ნიშნავს:
· სისხლის, შარდის, კალას საერთო ანალიზს;
· ცხვირ-ხახის გამონადენის სეროლოგიურ გამოკვლევას;
· ზურგის ტვინის სითხის გამოკვლევას.
რთული ფორმების დროს შესაძლოა საჭირო გახდეს რევმატოლოგის კონსულტაცია.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· გასაუმტკივარებელ პრეპარატებს;
· კორტიკოსტეროიდულ პრეპარატებს;
· შარდმდენ საშუალებებს;
· ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციას;
· იმუნოგლობულინს.
საშიშროება
მკურნალობის არარსებობამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი გართულებები, როგორიცაა:
· სასუნთქი სისტემის დარღვევები;
· კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის დარღვევა;
· პარეზი, პარალიჩი;
· კუნთების ატროფია;
· კონტრაქტურა.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· ვაქცინაციის ჩატარება;
· პირადი ჰიგიენის წესების დაცვა.