პოლინოზი
პოლინოზი (ალერგია მტვერზე) – სეზონური ალერგიული რეაქცია მცენარეების მტვერზე.
პოლინოზის გართულება დამოკიდებულია ალერგენის ყვავილობის პერიოდზე:
· აპრილი-მაისი;
· ივნისი-ივლისი;
· აგვისტო-სექტემბერი.
მიზეზები
რეაქცია წარმოიშობა გარკვეული ალერგენების მიმართ გაზრდილი მგრძნობელობით.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს:
· ცხვირის დახშობა;
· ხველა;
· სურდო;
· გადაბმული ცემინება;
· ცრემლდენა;
· ცხვირისა და თვალის ლორწოვანი გარსის შეშუპება;
· გამონაყარი კანზე, რომელსაც ახლავს ძლიერი ქავილი;
· გართულებული სუნთქვა;
· სუნის გრძნობის დაქვეითება.
მეორადი სიმპტომები:
· თავის ტკივილი;
· მადის დაქვეითება;
· გაზრდილი დაქანცულობის გრძნობა;
· გულის რევა, ღებინება;
· გაღიზიანებულობა.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ალერგოლოგი, რისთვისაც ნიშნავს:
· სისხლის საერთო ანალიზს;
· ცხვირიდან გამონადენის ანალიზს;
· იმუნოგრამას;
· რინოსკოპიას;
· პროვოკაციულ და კანის ტესტებს.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· ანტიალერგიულ პრეპარატებს;
· ადგილობრივი მოქმედების გლუკოკორტიკოსტეროიდებს;
· სისხძლარღვების შემავიწროვებენ საშუალებებს ცხვირისთვის;
· ინჰალაციას.
დიეტა
პაციენტებმა რაციონიდან უნდა გამორიცხონ:
· კვერხი;
· ქათმის ხორცი;
· ვაშლი, ალუბალი, მსხალი;
· ფუტკრის ნაწარმი;
· საკვები საღებავების შემცველი პროდუქტები.
საშიშროება
დაავადების გართულებებია:
· ჭინჭრის ციება;
· ბრონქიალური ასთმა;
· კვინკეს შეშუპება;
· ატოპიური დერმატიტი;
· ცისტიტი.
რისკის ჯგუფი
· ქალები;
· მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე ადამიანები;
· დაბინძურებულ გარემოში მაცხოვრებლები;
· ბავშვები, რომლებიც ხშირად ავადმყოფობენ ინფექციური დაავადებებით;
· არასწორი კვების მქონე ბავშვები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· მცენარეების ყვავილობის დროს მათ სიახლოვეს ყოფნისგან თავის შეკავება;
· ქარიან და მშრალ ამინდში ქუჩაში დიდხანს ყოფნისგან თავის შეკავება;
· ქარიან, მტვრიან ამინდში სახლის ფანჯრების გახსნისგან თავის შეკავება;
· ჰაერის სპეციალური გამწმენდების გამოყენება;
· რაციონიდან ყველა იმ პროდუქტის გამორიცხვა, რომლებიც ახდენენ ალერგიის პროვოცირებას.