პოლინეიროპათია

პოლინეიროპათია   ნერვული სისტემის დაავადება, რომელიც გამოწვეულია პერიფერიული ნერვების მრავალრიცხოვანი დაზიანებით. დაავადება გამოწვეულია ნივთიერებათა ცვლის დარღვეით ან ინტოკსიკაციით. 

აღნიშნული დაავადების ძირითადი ფომრებია:

·         დიაბეტური;

·         ინფექციური;

·         დიფტერიული;

·         ალკოჰოლური; 

 

მიზეზები

დაავადების გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:

·         ენდოკრინული სისტემის პრობლემები;

·         ინტოქსიკაციები;

·         ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები;

·         შინაგანი ორგანოების დაავადებები;

·         კოლაგენოზი;

·         ავიტამინოზი;

·         ავთვისებიანი სიმსივნეები;

·         რიგი მედიკამენტების მიღება;

·         აუტოიმუნური პროცესი.

 

სიმპტომები

დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:

·         სამოძრაო ფუნქციის მოშლა, განსაკუთრებით ქვედა კიდურების;

·         ნერვების მწვავე ტკივილი;

·         ტაქტილური მგრძნობელობის აწევა ან დაქვეითება;

·         მომატებული ოფლიანობა;

·         ტკივილისა და ტემპერატურის შეგრძნების დაკარგვა;

·         კანის კვების დარღვევა;

·         ფრჩხილების მტვრევადობა;

·         კანის საფარის გამოშრობა. 

დაავადების განვითარების ფორმებია:

·         მწვავე;

·         საშუალოდ მწვავე;

·         ქრონიკული. 

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ნევროლოგი. პაციენტს ენიშნება სისხლის ანალიზი და სხვადასხვა ტიპის გამოკვლევები.

 

მკურნალობა

აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:

·         ვიტამინოთერაპიას;

·         ფიზიოთერაპიულ პროცედურებს;

·         მედიკამენტებს.

 

საშიშროება

მკურნალობის გარეშე პოლინეიროპათია იწვევს კუნთების ატროფიას, გამწვავებული ფორმისას დიდია განგრენის რისკიც.

 

პროფილაქტიკა

დაავადების პროფილაქტიკა შესაძლებელია ძირითადი დაავადების სწორი და ეფექტური მკურნალობისას.

ტოქსიკური პოლინეიროთერაპიის შესაჩერებლად საჭიროა უსაფრთხოების ზომების დაცვას, რაც გულისხმობს ორგანიზმში ტოქსინების მოხვედრის შეფერხებას.