პნევმონია

პნევმონია წარმოადგენს ფილტვების ინფექციურ-ანთების დაავადებას. დაავადებას თან ახლავს ძლიერი სველი ხველა, ტკივილი გულმკერდის არეში.

 

დიაგნოსტიკა

პნევმონიაზე ეჭვის გაჩენისას ტარდება სხვადასხვა ტესტები, რომლებიც მისი გამომწვევი მიზეზების დადგენის საშუალებას იძლევა.  

·         ექიმთან ვიზიტისას პაციენტს ეკითხებიან დაავადების ყველა გამოვლინების შესახებ;

·         ამის შემდეგ ექიმი ატარებს გულმკერდის დათვალიერებას, უსმენს ფილტვებს, რადგან დაავადების დროს დაზიანებული მხარე საგრძნობლად განსხვავდება მუშაობის პროცესით ჯანმრთელი მხარისგან;

·         შემდეგ ექიმი ატარებს პერკუსიას;

·         შემდეგი ეტაპი მოიცავს ლაბორატორიულ გამოკვლევებს, რისთვისაც საჭიროა სისხლის საერთო ანალიზი, რომელიც გამოავლენს ლეიკოციტების საერთო რაოდენობას. ასევე აუცილებელია შარდის ანალიზი, რაც საჭიროა თირკმელებში ინფექციური პროცესის გამოსარიცხად.

·         რენტგენოგრაფია;

·         ბრონქოსკოპია.

 

რისკის ჯგუფი

·         სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანები;

·         ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები;

·         ადამიანები, რომლებიც რეგულარულად იყენებენ ჰორმონალურ პრეპარატებს;

·         კლინიკური დეპრესიის და მუდმივი სტრესის მქონე პირები;

·         ფეხმძიმე ან ახალნამშობიარები ქალები;

·         ოტოლარინგოლოგიური დაავადებების ან გრიპ მოხდილი ადამიანები;

·         ალკო ან ნარკოდამოკიდებულები.

 

პროფილატიკა

რეკომენდირებულია:

·         60 წელს ზემოთ ადამიანებისთვის და მათთვის, ვინც ზემოთ ჩამოთვლილ რისკ-ჯგუფშია პნევმონიის ვაქცინაცია.

·         ბავშვებში ვაქცინაცია ტარდება მაშინაც კი, თუ ისინი რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან.

·         საჭიროა ხელების რეგულარულად და მინიმუმ 20-30 წამი დაბანა საპნით. ეს ბაქტერიების განადგურების საშუალებას იძლევა.

·         ასევე კარგია გრიპის ვაქცინაცია, რადგან პნევმონია წარმოადგენს გრიპის შემდგომ გართულებას.

·         საჭიროა ორგანიზმის გაკაჟება მუდმივი ტონუსით, სწორი კვებით და სათანადო დასვენებით.