პიგმენტური ლაქები

 

პიგმენტური ლაქები კანზე ძირითადად ჩნდება კანის დაბერებისას, როცა კანს აღარ შეუძლია ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შემდეგ აღდგენა.

 

მიზეზები

პიგმენტური ლაქების გაჩენის ძირითადი მიზეზებია:

·         კანის დაბერება;

·         ადამიანის ორგანიზმში ჰორმონალური ცვლილებები;

·         უხარისხო კოსმეტიკის გამოყენება;

·         ფეხმძიმობა;

·         მედიკამენტების მიღება;

·         კონტრაცეპტივების მიღება;

·         ორგამიზმის მიერ ტოქსინების გამოყოფის შესაძლებლობის დაკარგვა;

·         გენეტიკური მიდრეკილება.

 

სიმპტომები

·         კანზე ღია-ყავისფერი ლაქების გაჩენა;

·         ლაქებს ოვალური ფორმა აქვთ;

·         მზის ზემოქმედების ადგილებში ლაქების გაჩენა;

·         ეპიდერმისის სიმშრალე;

·         ღრმა ნაოჭები;

·         კანის საფარის გაუხეშება.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკისთვის აუცილებელია:

·         დერმატოლოგის მიერ პაციენტის დათვალიერება;

·         იმ ორგანოების გამოკვლევა, რომელთა პრობლემებსაც შეეძლოთ კანის პიგმენტაციის ცვლილების გამოწვევა.

 

მკურნალობა

აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:

·         კოსმეტიკურ მკურნალობას;

·         მედიკამენტოზურ თერაპიას;

·         ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვას;

·         პიგმენტური ლაქების ლაზერული მეთოდით მოცილებას.

 

საშიშროება

დროული და ოპტიმალური მკურნალობის შემთხვევაში პიგმენტური ლაქების მოცილება შესაძლებელია სრულად. რიგ შემთხვევებში ლაქები მკურნალობას არ საჭიროებენ და მათი დაფარვა ხდება კოსმეტიკის გამოყენებით. 

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         კანზე პირდაპირი მზის სხივების მოხვედრისგან თავის დაცვა;

·         დამცავი კოსმეტიკის გამოყენება;

·         თანმდევი დაავადებების მკურნალობა;

·         ცხოვრების ჯანსაღი წესი;

·         სწორი კვება;

·         კანის რეგულარული და სწორი მოვლა;

·         სტრესისგან თავის დაცვა.