პერიტონიტი
პერიტონიტი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს მუცლის ღრუს სეროზული საფარის ლოკალური ან დიფუზიური ანთებითი პროცესი.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
· შინაგანი ორგანოების დეფექტი, დესტრუქცია;
· ბაქტერიული ინფექცია;
· კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები;
· მუცლის ღრუს ორგანოების პოსტოპერაციული გართულებები.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს:
· მუცლის ძლიერი ტკივილი;
· შეკრულობა;
· მუცლის კუნთების დაჭიმულობა;
· მუცლის შებერილობა;
· გულის რევა, ღებინება;
· საერთო სისუსტე;
· თავბრუსხვევა;
· სხეულის მაღალი ტემპერატურა;
· კანის სიფერმკრთალე;
· ტაქიკარდია.
დიაგნოსტიკა
პერიტონიტის დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ქირურგი და ნიშნავს შემდეგ პროცედურებს:
· მუცლის ღრუს ორგანოების ულტრა-ბგერით გამოკვლევას;
· სისხლის საერთო ანალიზს;
· მუცლის ღრუს რენტგენოგრაფიას;
· რექტალურ, ვაგინალურ გამოკვლევას;
· მუცლის ღრუს პუნქციას;
· დიაგნოსტიკურ ლაპარასკოპიას.
მკურნალობა
ქირურგიული მკურნალობა მოიცავს:
· ლაპაროტომიას;
· პერიტონიტის წყაროს მოკვეთას;
· მუცლის ღრუს პოსტოპერაციულ სანაციას;
· თხელი ნაწლავის დეკომპრესიის უზრუნველყოფას.
კონსერვატიული მკურნალობა მოიცავს:
· ანტიბაქტერიულ პრეპარატებს;
· იმუნომაკორექტირებელ პრეპარატებს;
· ანტიქოლინესტრაზულ პრეპარატებს;
· ანტიქოლინერგიულ საშუალებებს;
· კალიუმის შემცველ პრეპარატებს;
· ფიზიოთერაპიულ პროცედურებს.
საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროული და სათანადო მკურნალობა, შესაძლოა განვითარდეს ორგანიზმის ჩიქრით მოწამვლა და დადგეს ლიტალური შედეგი.
რისკის ჯგუფი
· ღვიძლის დაავადებების მქონე პირები;
· თირკმლის უკმარისობის მქონე პირები;
· კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების მქონე პირები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· ექიმ-გასტროენტეროლოგთან ყოველწლიური ვიზიტი;
· მუცლის ღრუს ორგანოების ტრავმებისგან თავის დაცვა.