პაროდონტოზი
პაროდონტოზი – კბილების დაავადება, რომელსაც ახასიათებს კბილის დამაკავშირებელი აპარატის ერთიანობა ძვლის ქსოვილთან. კბილების სხვა დაავადებებს შორის აღნიშნული პრობლემა ფიქსირდება შემთხვევების 10-15%-ში.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
· კბილებზე დიდი რაოდენობით ნადების დაგროვება;
· კბილებზე ქვების გაჩენა;
· ყბისა და კბილების განვითარების ანომალიები;
დაავადების გამომწვევ მიზეზებს მიეკუთვნება ასევე:
· გულსისხლძარღვთა ათეროსკლეროტული ტიპის დაავადებები;
· ენდოკრინული დაავადებები;
· საჭმლის მომნელებელი სისტემი დაავადებები.
სიმპტომები
· ღრძილებიდან სისხლდენა;
· ღრძილების შეშუპება, სადაც ხდება საკვების ნარჩენების დაგროვება;
· ცუდი სუნი პირის ღრუში;
· კბილების ძირების მოშიშვლება;
· ღრძილების ქავილი;
· ღრძილების მწვავე ანთება;
· ღრძილებზე კისტების გაჩენა;
· კბილების გაფართოვება.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-სტომატოლოგი. მკურნალობის დასადგენად საჭიროა:
· საერთო დათვალიერება;
· სისხლის და შარდის საერთო ანალიზი;
· ყბის რენტგენი;
· პირის ღრუს რადიოვიზიგრაფია.
შესაძლოა საჭირო გახდეს ორთოპედის კონსულტაცია.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· ღრძილების მასაჟს;
· ფიზიოთერაპიულ მკურნალობას;
· პირის ღრუს პროფესიონალურ ჰიგიენას;
· კბილების ულტრა-ბგერით წმენდას;
· ვიტამინოთერაპიას;
· თანმდევი დაავადებების მკურნალობას.
დაავადების გვიან ფორმებზე გამოიყენება კბილების იმპლანტაცია;
საშიშროება
დაავადების გართულებები შეიძლება იყოს:
· პაროდონტალური აბსცესი;
· კბილების ჩამოცვენა.
რისკის ჯგუფი
· მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე პირები;
· ყბის აგებულების დეფექტის მქონე პირები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა;
· მოწევაზე უარის თქმა;
· სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტი (წელიწადში 1-2-ჯერ);
· საკვებად კალციუმით მდიდარი პროდუქტების გამოყენება.