პარაპროქტიტი

პარაპროქტიტი   დაავადება, რომელსაც ახასიათებს სწორი ნაწლავის გარშემო ქსოვილების ჩირქოვანი ანთება. გამოიყოფა დაავადების მწვავე და ქრონიკული ფორმები.

 

მიზეზები

დაავადების წარმოშობის მიზეზებია:

·         სასქესო ორგანოების და უკანა ტანის ჰიგიენის დაუცველობა;

·         უკანა გასასვლელის დაავადებები;

·         უკანა გასასვლელის ნერვების დაავადებები;

·         დიარეა.

 

სიმპტომები

დაავადებას ახასიათებს:

·         ანალური ხვრელის არეში ქავილი;

·         სწორ ნაწლავში გაძლიერებული ტკივილი;

·         უაკნა ტანის კანის ჰიპერემია;

·         სხეულის ტემპერატურის აწევა;

·         ანალური ხვრელის აბსცესი;

·         უკანა ტანიდან ჩიქრდენა;

·         ანალური ხვრელის გარშემო შეშუპება.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-პროქტოლოგი. მკურნალობის დასანიშნად საჭიროა:

·         სისხლის საერთო ანალიზი;

·         ფიზიკური გამოკვლევა;

·         უკანა ტანის დათვალიერება და გამოკვლევა;

·         რექტორომანოსკოპია;

·         ანოსკოპია;

·         ულტრასონოგრაფია.

 

მკურნალობა

მკურნალობის დროს ტარდება ოპერაცია და ჩირქოვანი კერის დრენირება, რაც მოითხოვს ადგილობრივ ნარკოზს. ოპერაციის შემდეგ მკურნალობა გრძელდება და გამოიყენება:

·         ანტიბიოტიკები;

·         ვიტამინები;

·         იმუნიტეტის გასაძლიერებელი პრეპარატები.

 

საშიშროება

დაავადების გართულებები შეიძლება იყოს:

·         ნაწლავის ჩირქოვანი ანთება;

·         საშარდე არხის ჩირქოვანი ანთება;

·         სეპსისი;

·         პერიტონიტი;

·         საშოს აბსცესი.

შესაძლოა ლეტალური შედეგი.

 

რისკის ჯგუფი

·         მამაკაცები;

·         კუჭის მოქმედების დარღვევების მქონე ადამიანები;

·         ანალური სექსის მქონე ადამიანები;

·         სწორი ნაწლავის ტრავმების მქონე ადამიანები.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         მცენარეული უჯრედების შემცველი საკვები პროდუქტის გამოყენება;

·         დღეში მინიმუმ 1,5-2 ლიტრი წყლის მიღება;

·         პირველივე მოთხოვნილების დროს კუჭ-ნაწლავის დაცლა;

·         სხეულის მასის კონტროლი;

·         სიმძმის აწევის კონტროლი.