პანარიცია

პანარიცია - წარმოადგენს ხელის თითების ქსოვილების მწვევე ჩირქოვან ანთებით პროცესს. რიგ შემთხვევებში ფეხის თითებზეც გვხვდება. არსებობს დაავადების რამოდენიმე სახეობა:

·         კანქვეშა პანარიცია;

·         ფრჩხილის მიმდებარე;

·         სახსრების;

·         ძვლის;

·         ძვალ-ხრტილოვანი;

·         მყესის.

 

მიზეზები

დაავადების გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:

·         ნემსის ნაჩხვლეტი;

·         მცირე ზომის ნაკაწრები;

·         ჭრილობები;

·         ტრავმები;

·         დამწვრობა;

·         შინაური ცხოველებისგან მიყენებული ჭრილობები.

 

სიმპტომები

დაავადების დამახასიათებელი სიმპტომებია:

·         ჩირქოვანი კერის ტკივილი;

·         ძლიერი ტკივილი, რომელიც არღვევს ძილს და მოსვენებას;

·         დაჩირქება;

·         შეშუპება;

·         ჭრილობის ადგილას კანის დაჭიმვა;

·         თითი ემსგავსება კოლბას;

·         ტემპერატურის აწევა;

·         ციება;

·         თავის ტკივილი;

·         სისუსტის შეგრძნება.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა ქირურგის კონსულტაცია. მკურნალობის დასადგენად საჭიროა:

·         ანთებითი კერის დათვალიერება;

·         სისხლის საერთო ანალიზი.

 

მკურნალობა

აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:

·         მარილით ან საჭმელი სოდით მომზადებული ცხელი აბაზანის გაკეთება დაზიანებულ თითზე;

·         პარაფინოთერაპია;

·         ქირურგიული ჩარევა;

მკურნალობა მიმდინარეობს სტაციონარულად. თვითმკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს უარყოფითი და საშიში შედეგი.

 

საშიშროება

თუ არ მოხდება პრობლემის დროული აღმოფხვრა, ჩირქი შეიძლება გავრცელდეს ქსოვილების შიდა ფენებში, ძვლებში, სახსრებში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თითების ფუნქციის დაკარგვა.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         პირადი ჰიგიენის წესების დაცვა;

·         ფეხისა და ხელის თითების მექანიკური დაზიანებისგან დაცვა;

·         მჭრელი საგნების გამოყენებისას სიფრთხილის გამოჩენა;

·         რეკომენდირებული არ არის სხვისი პირადი ჰიგიენის, მაგალითად მანიკური გასაკეთებელი ნივთების გამოყენება;

·         მანიკურისა და პედიკურის გაკეთებისას აკურატულობის გამოჩენა;

·         მცირე ჭრილობების დეზინფიცირება;

·         ქირურგთან დროულად მისვლა.