ოტომიკოზი

 

ოტომიკოზი - წარმოადგენს ყურის სოკოვან დაავადებას. აღნიშნული ანთებითი პროცესი ლოკალიზდება ყურის გარე გასასვლელთან და გამოწვეულია პარაზიტული სოკოსგან, რომელიც ბუდობს კანის ფენებში.   

 

მიზეზები

დაავადების გამომწვევი მთავარი მიზეზია სოკოს შემდეგი ტიპები: Aspergillus, Penicillium და Candida. დაავადება ძირითადად გვხვდება 1-დან 5 წლამდე ბავშებში.

 

სიმპტომები

·         სხეულის ტემპერატურის აწევა 38-39° С-მდე;

·         ზომიერი ტკივილი ყურში;

·         ციება;

·         ხმაური ყურებში;

·         სასმენი არხის დახშობის შეგრძნება;

·         გამონადენი ყურში, რომელიც ახდნეს სასმენის გზის ამოვსებას და დახშობას;

·         ყურის შესიება;

·         ცუდი სუნი ყურებში;

·         ყურის გარე კანის მაცერაცია;

·         გულის რევა;

·         თავბრუს ხვევა;

·         სახის ნერვის პარეზი.

 

დაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა:

·         ოტოლარინგოლოგის კონსულატაცია, რომელიც დაადგენს როგორ უნდა მოხდეს დაავადების მკურნალობა;

·         გამონადენს ბაქტერიოლოგიური და მიკოლოგიური გამოკვლევა;

·         ყურის გამონადენის მიკროსკოპული გამოკვლევა;

·         კულუტალური დათესვა;

·         რენტგენი;

·         ყურის ულტრა-ბგერითი გამოკვლევა.

 

მკურნალობა

აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:

·         ადგილობრივი დამუშავება წყლის, სპირტის და სხვა ხსნარებით, მალამოების გამოყენება;

·         მედიკამენტების მიღება;

·         მიკოტური მასის საგულდაგულოდ გაწმენდა წყალბადის ზეჟანგის ხსნარით;

·         იმუნომამოდულირებელი პრეპარატების მიღება.

 

საშიშროება

 

შემთხვევების უმეტესობაში ოტომიკოზის მკურნალობის შედეგი დადებითია.

 

პროფიალქტიკა

რეკომენდირებულია:

·         ოტოლარინგოლოგთან რეგულარული ვიზიტი;

·         გადაციებისგან თავის დაცვა;

·         იმუნიტეტის გაძლიერება;

·         ცხოვრების ჯანსაღი წესი.