ოსტეომიელიტი

 

ოსტეომიელიტი დაავდება, რომელსაც ახასიათებს ჩირქოვან-ნეკროტული პროცესის განვითარება, რაც აზიანებს ძვლებს, ძვლის ტვინს და გარშემო რბილ ქსოვილებს.

 

მიზეზები

დაავადების გამომწვევი მიზეზებია:

·         რბილი ქსოვილის აბსცესი;

·         ღია ჭრილობები;

·         რიგი დაავადებების გართულებები;

·         ჭრილობის დაბინძურება;

·         ოპერაციის დროს არასტერილური იარაღების გამოყენება.

 

სიმპტომები

·         სხეულის ტემპერატურის 40 გრადუსამდე აწევა;

·         ციება;

·         გულის რევა;

·         თავის ძლიერი ტკივილი;

·         დაზიანებული ადგილის ძლიერი ტკივილი, რომელიც უმნიშვნელო მოძრაობის დროსაც კი მწვავდება;

·         დაზიანებულ ადგილას კანის დაწითლება, შეშუპება, ჰიპერემია;

·         დიდი რაოდენობით ჩირქის გამოყოფა.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ორთოპედი. მკურნალობის დასადგენად საჭიროა:

·         სისხლის საერთო ანალიზი;

·         შარდის საერთო ანალიზი;

·         დაზიანებული ნაწილის რენტგენოგრაფია;

·         დაზიანებული ნაწილის რადიოიზოტოპური სკანირება;

·         ძვლის კომპიუტერული ტომოგრაფია;

·         ძვლის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია.

 

მკურნალობა

აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:

·         ანტიბიოტიკებს;

·         მიკრობების საწინააღმდეგო პრეპარატებს;

·         პლაზმის გადასხმას;

·         ჰემოსორბციას;

·         ჩირქოვანი კერების დრენირებას;

·         სახსრის პუნქციას;

·         სახსარში ანტიბიოტიკების შეყვანას;

·         ძვლის დზიანებული ნაწილის მოცილებას შემდგომი პლასტიკის ჩატარებით.

 

საშიშროება

თუ არ მოხდება დაავადების დროული და სათანადო მკურნალობა, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:

·         ძვლების დეფორმაცია;

·         ჩირქოვანი ართრიტი;

·         ძვლების კონტრაქტურა;

·         თირკმელების ამილოიდოზი;

·         შინაგანი ორგანოების დაზიანება;

·         სეფსისი.

 

პროფილაქტიკა

კანის მცირედი დაზიანების დროსაც კი საჭიროა დეზინფექციის ჩატარება და ჭრილობის დამუშავება, რომ არ მოხდეს მისი შემდგომი დაბინძურება და ინფექციური დაავადებების განვითარება.