ოსტეოართროზი

ოსტეოართროზი დაავადება, რომელსაც ახასიათებს სახსრების ანთებითი პროცესი.

 

მიზეზები

დაავადების გამომწვევი მიზეზებია:

·         მემკვიდრეობითი ფაქტორი;

·         სახსრების ტრავმები;

·         ხშირი ფიზიკური დატვირთვა;

·         ორგანიზმის ინტოქსიკაცია;

·         ენდოკრინული დარღვევების გამომწვევი დაავადებები;

·         სახსრების დისპლაზია;

·         სხეულის ჭარბი წონა;

·         წვივების ვენების ვარიკოზული გაგანიერება.

 

სიმპტომები

·         სახსრების ტკივილი, რომელიც ძლიერდება მოძრაობისა და ფიზიკური დატვირთვის დროს;

·         სახსრის ხრტილის ქვეშ ძვლის ქსოვილის გამაგრება;

·         დაზიანებული კიდურის დამოკლება;

·         ძილის შემდეგ სიარულის გართულება, დაავადების პროგრესირების შედეგად;

·         მოძრაობის დროს სახსრების ტკაცუნი და ჭრიალი.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ორთოპედი. მკურნალობის დასადგენად საჭიროა:

·         სისხლის საერთო ანალიზი;

·         სახსრების რენტგენი;

·         სახსრების მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;

·         სახსრის სითხის ანალიზი.

 

მკურნალობა

აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:

·         არასტეროიდულ, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს;

·         ანალგეტიკებს;

·         ფიზიოთერაპიას;

·         ოზონოთერაპიას;

·         სამკურნალო მასაჟს;

·         სახსრის გაჭიმვას;

·         სახსრის გადანერგვას;

·         ძვლების რეკონსტრუქციას.

 

საშიშროება

თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:

·         სახსრების დეფორმაცია;

·         ოსტეოართრიტი;

·         სახსრების ფუნქციის დარღვევა;

·         სახსრების დესტრუქცია;

·         ოსტეოპოროზი;

·         ძვლების ხშირი მოტეხილობა.

 

რისკის ჯგუფი

·         მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე ადამიანები;

·         60 წელს ზემოთ ადამიანები;

·         ჭარბი წონის მქონე ადამიანები;

·         ძირითადად მჯდომიარე ცხოვრების წესის მქონე ადამიანები;

·         სპორტსმენები;

·         სახსრების თანდაყოლილი დეფექტის მქონე ადამიანები;

·         მძიმე ფიზიკური შრომის მქონე ადამიანები.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         ორგანიზმის გასაჯანსაღებელი ფიზიკური ვარჯიშების შესრულება;

·         სხეულის ნორმალური წონის ქონა;

·         ერთი და იგივე პოზაში დიდხან ყოფნისგან თავის შეკავება;

·         სიმძმის აწევის შეზღუდვა;

·         მოსახერხებელი ფეხსაცმლის ტარება, რომლის ქუსლი არ აღემატება 3სმ-ს;

·         ელასტიური ფიქსატორების ტარება;