ოსგუდ-შლატერის დაავადება

 

ოსგუდ-შლატერის დაავადება  ოსგუდ-შლატერის დაავადება მუხლის სახსრის გადაჭარბებული დატვირთვით გამოწვეული დაზიანებაა. აღნიშნული პრობლემა უჩნდებათ 10-დან 18 წლამდე მოზარდებს. ძირითადად ის ბიჭებში გვხვდება, რომელთა ორგანიზმი აქტიურ ფიზიკურ დატვირთვას განიცდის. დაავადების წარმოქმნისა და აქტიური განვითარების რისკი მაღალია მუხლის ტრავმებისა და დაზიანებების დროს. 

 

მიზეზები

ოსგუდ-შლატერის დაავადების წარმოშობის მიზეზებია:

·         წვივის ძვლის მწვავე ტრავმებისა და მოტეხილობისას;

·         სპორტით აქტიური დაკავებისას, რომლის დროს ადგილი აქვს დიდ დატვირთვას საყრდენ-მამოძრავებელ აპარატზე (ფეხბურთი, ხელბურთი, ჰოკეი და მძიმე ათლეტიკა, ფიგურული სრიალი, აერობიკა, ჩოგბურთი, საბრძოლო სპორტი);

·         მძიმე ფიზიკური შრომისას.

 

შლატერის დაავადების სიმპტომები

დაავადების სიმპტომებია:

·         ტკივილი, შესივება ან მტკივნეულობა მუხლის ქვედა არეში;

·         ტკივილი, რომელიც ფიზიკური აქტივობის (მაგალითად, სირბილისა და ხტუნვის) შემდეგ ძლიერდება;

·         კოჭლობა ფიზიკური დატვირთვის შემდეგ;

·         დასვენების შემდეგ სიმპტომების გაქრობა ან შემსუბუქება.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა შემდეგი სახის ქმედებები:

·         წვივის ძვლის რენტგენოგრამის გაკეთება;

·         ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;

·         კომპიუტერული ტომოგრაფია ;

·         მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია .

 

შლატერის დაავადების მკურნალობა

დაავადების მკურნალობა მოიცავს შემდეგ პროცესს:

·         მუხლის სახსარზე დატვირთვის მოხსნა;

·         ფიზიკური აქტივობის გამორიცხვა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს წვივის ძვლის სამომავლო ტრავმები (მუხლებზე დგომის, ნახტომების, სირბილის გამორიცხვა);

·         ოსგუდ-შლატერის დაავადების მკურნალობა გულისხმობს სპორტის აქტიური სახეობების ჩანაცვლებას, მაგალითად ცურვით;

·         მუხლის დასაფიქსირებელის გამოყენება;

 

როგორ უნდა განიკურნოს დაავადების მწვავე ტკივილი?

·         2 თვის მანძილზე მუხლის სახსრის უმოძრაო მდგომარეობაში ქონა და თაბაშირის სალტეებით დაფიქსირება;

·         ელექტროფორეზი კალციუმისა და ნოვოკაინის მიღებით;

·         ტალახებით მკურნალობა;

·         ოზოკერიტის გამოყენება;

 

პროგრესირებადი ძვლოვანი წარმონაქმნების შემთხვევაში რეკომენდირებულია ოპერაცია, რაც იძლევა მოტეხილიობის შეხორცების და სახსრის ფუნქციის აღდგენის საშუალებას.
დაავადების მკურნალობისთვის საჭიროა შემდეგი სახის მანიპულაციები:

·         მასაჟი;

·         ფიზიოთერაპია;

·         სამკურნალო ფიზკულტურა;

·         ცურვა.

 

საშიშროება

თუ არ ტარდება აუცილებელი მკურნალობა და დატვირთვაც გრძელდება, შესაძლოა ამან მიგვიყვანოს სახსრების ფუნქციის დარღვევამდე - მოძრაობის შესაძლებლობის დაქვეითებამდე სხვადასხვა სახის გართულებებით. შლატერის დაავადების ოპერატიულ მკურნალობას ხშირ შემთხვევაში მივყავართ სრულ გამოჯანმრთელებამდე. ოპერაციის შემდეგ მუხლის სახსრის ფუნქცია სრულად აღდგენას ექვემდებარება, ხოლო სპორტული დატვირთვების გააქტიურება შესაძლებელია უკვე ორი თვის შემდეგ.  

 

პროფილაქტიკა

დაავადების პროფილაქტიკისთვის საჭიროა სიფრთხილე, ფიზიკური დატვირთვებისას საჭირო არ არის გადაჭარბება. პრობლემაზე ეჭვის გაჩენისთანავე უნდა მიმართოთ ექიმ-ტრავმატოლოგს ან რევმატოლოგს.