ორქიტი
ორქიტი – სათესლის ანთება.
მიზეზები
· შარდსასქესო ორგანოების ანთებითი პროცესები;
· ტრავმები, რომლებიც აზიანებს გარსის მთლიანობას.
სიმპტომები
· სხეულის ტემპერატურის აწევა, მწვავე ტკივილი საკვერცხეში;
· ტკივილი შეიძლება გადადიოდეს წელის არეში;
· დაავადებული საკვერცხე იზრდება ზომაში;
· რთულ ფორმებს ემატება ციება და თავის ტკივილი.
დიაგნოსტიკა
· ურეტრას გამონადენის მიკროსკოპული გამოკვლევა;
· სისხლის და შარდის ანალიზი;
· შარდისა და ურეტრას გამონადენის დათესვა ანტიბიოტიკებისადმი მგრძნობელობის დასადგენად;
· სკროტუმის ულტრა-ბგერით გამოკვლევა.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· ანტიბიოტიკოთერაპიას;
· გამოკვეთლი მწვავე ტკივილისას გასაუმტკივარებელ პრეპარატებს;
· თუ ფიქსირდება ჩირქოვანი პროცესი, რეკომენდირებულია საკვერცხის ქირურგიული დრენირება;
· ქსოვილების ძლიერი დაზიანების შემთხვევაში ორგანო შეიძლება იქნეს მოკვეთილი.
საჭიროა უროლოგთან ვიზიტი, რომელიც დაადგენს დაავადების მკურნალობის სწორ მეთოდს.
საშიშროება
· მამაკაცის სეკრეტორული უნაყოფობა;
· სათესლის აბსცესი;
· ატროფია;
· მიმდებარე ორგანოების ანთბითი პროცესი.
რისკის ჯგუფი
მამაკაცები, რომლებსაც აწუხებთ შარდსასქესო ორგანოების დაავადებები.
პროფილაქტიკა
· ჰიგიენის დაცვა;
· ინფექციური დაავადებების დროული მკურნალობა.