ონიქომიკოზი

 

ონიქომიკოზი - წარმოადგენს სოკოვან დაავადებას, რომელიც ყველაზე მეტად ვლინდება ფეხებზე და ფეხის ფრჩხილებზე.   

 

მიზეზები

ონიქომიკოზის წარმოშობის მთავარი მიზეზებია:

·         ჰიგიენის ნორმების დარღვევა;

·         სალონში არასაკმარისად სტერილური პედიკურის იარაღის მოხმარება;

·         გასახდელებში და სანაპიროზე არააკურატულობა;

·         ფეხების ზედმეტი სიმშრალე. 

 

სიმპტომები

დაავადების სიმპტომებია:

·         ფრჩხილის დისკის გამოფიტვა;

·         ფრჩხილის მონაცრისფრო, ჭუჭყიანი შეფერილობა;

·         ფრჩხილებზე მოყვითალო ლაქები;

·         კანის გარქოვანება;

·         ფრჩხილის დეფორმაცია, მისი გასქელება;

·         განივი ზოლების გაჩენა ფრჩხილზე;

·         ფრჩხილების ფცქვნა;

·         დაჩირქება;

·         ფრჩხილზე შეხებისას ტკივილი.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკა მოიცავს:

·         მიკოლოგის მიერ პაციენტის დათვალიერებას;

·         მიკროსკოპიას;

·         დათესვას;

·         მიკრობიოლოგიური გამოკვლევა;

·         ჰისტოლოგიური გამოკვლევა;

·         ნაცვეთის გამოკვლევა.

 

მკურნალობა

დაავადების მკურნალობას ადგენს ექიმი-მიკოლოგი, რაც მოიცავს:

·         მედიკამენტების მიღებას;

·         გარე მოხმარების საშუალებების გამოყენებას სოკოს დასამუშავებლად. 

 

საშიშროება

დაავადების უყურადღებოდ დატოვება იწვევს მის გავრცელებას და შესაბამისად ესთეტიკური მხარის დამახინჯებას. სოკოთი დაავადებული ფრჩხილები საშინლად გამოიყურება. 

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         პირადი ჰიგიენის ნორმების დაცვა;

·         დაუშვებელია სხვისი ფეხსაცმლის, წინდების ხმარება;

·         ფეხის კანისა და ფრჩხილების დატენიანება სპეციალური საცხებით;

·         ფეხის მიკროტრავმებისგან დაცვა;

·         აუზებზე, საუნებსა და აბანოებში ფეხშიშველი სიარულისგან თავის შეკავება.