ობსტრუქციული ბრონქიტი

ობსტრუქციული ბრონქიტი დაავადება, რომელსაც ახასიათებს ანთებითი პროცესი ბროქნებში ან ფილტვების ქსოვილში, რასაც თან ახლავს შეშუპება. გამოიყოფა მწვავე და ქრონიკური ობსტრუქციული ბრონქიტი. აღნიშნული დაავადება ძირითადად გვხვდება 4 წლამდე ასაკის ბავშვებში.

 

მიზეზები

დაავადება აზიანებს ზედა და შუა ბრონქების ლორწოვან გარსს, იწვევს სპაზმს და ქსოვილის შევიწროვებას. ობსტრუქციული ბრონქიტის გამომწვევი მიზეზებია:

·         მემკვიდრეობითი ფაქტორი;

·         ცხვირ-ხახის ხშირი დაავადებები (მწვავე რესპირატორული სინდრომი, გრიპი);

·         მწვავე ალერგიული რეაქცია;

·         მოწევა;

·         არასასურველი ეკოლოგიური სიტუაცია;

·         გადაციება.

 

ობსტრუქციული ბრონქიტის სიმპტომები

დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:

·         სუნთქვის გართულება;

·         ჰიპოქსია (ჟანგბადის უკმარისობა);

·         ქოშინი;

·         ხმაურიანი სუნთქვა;

·         შეტევისმაგვარი ხველა ნახველის გამოყოფით;

·         მაღალი ტემპერატურა;

·         ჭარბი ოფლიანობა (განსაკუთრებით ხელის გულებზე);

·         არტერიალური ჰიპერთეზია;

·         ორგანიზმის საერთო სისუსტე.

ბავშვებში შეიძლება აღინიშნებოდეს გულმკერდის, მხარის კორპუსის, მუცლის პრესის აქტიურობა სუნთქვის პროცესში. 

დიაგნოსტიკა

დაავადების მკურნალობის დასანიშნად ექიმი-პულმოლოგი ატარებს:

·         სისხლის და შარდის საერთო ანალიზს;

·         იმუნოლოგიურ სინჯებს;

·         ფონენდოსკოპით ფილტვების მოსმენას;

·         ბრონქოსკოპიას;

·         ნახველის და ზედა სასუნთქი გზების გამონადენის გამოკვლევას;

·         ფილტვების რენტგენოგრაფიულ გამოკვლევას;

·         ფილტვების კომპიუტერულ ტომოგრაფიას.

ობსტრუქციული ბრონქიტის მკურნალობა

დაავადების მკურნალობა მოიცავს:

·         სპაზმოლიტიკურ პრეპარატებს;

·         ბრონქების გასაფართოვებელ საშუალებებს;

·         არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს;

·         სიცხის დამწევ პრეპარატებს;

·         ხველების საწინააღმდეგო პრეპარატებს;

·         ამოსახველებელ საშუალებებს;

·         ინჰალაციას;

·         სითხის ჭარბ მიღებას;

·         გულმკერდის მასაჟს.

საშიშროება

თუ არ მოხდება დაავადების დროულად მკურნალობა, შესაძლოა წარმოიშვას შემდეგი სახის გართულებები:

·         ფილტვების ანთება;

·         სუნთქვის მწვავე უკმარისობა;

·         ბრონქიალური ასთმა;

·         ქრონიკული ფილტვისმიერი გულის ფორმირება;

·         ფილტვების ემფიზემა;

·         ტუპერკულოზი;

·         ფილტვის კიბო.

შესაძლოა ლეტალური შედეგი.

რისკის ჯგუფი

რისკის ჯგუფში შედიან:

·         ალერგიული რეაქციებისკენ მიდრეკილი ადამიანები;

·         ანამნეზში ატოპიური დერმატიტის მქონე ადამიანები;

·         დაბინძურებულ გარემოში და ჰაერზე დიდხანს მყოფი ადამიანები (მეშახტეები, მშენებლები, რკინიგზელები);

·         მწეველები.

პროფილაქტიკა

დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:

·         ლარინგოლოგიური ორგანოების დაავადებების დროული მკურნალობა;

·         სპეციალური სუნთქვის ვარჯიშების შესრულება;

·         იმუნიტეტის გაძლიერება;

·         სამუშაო ადგილის და სახლის მუდმივად განიავება.