ნევროზი

ნევროზი გარკვეული ნევრო-ფსიქიკური აშლილობის ჯგუფი, რომელიც აქვეითებს ადამიანის გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობებს.

გამოყოფენ ნევროზის შემდეგ ტიპებს:

·         ნევრასტენია;

·         ისტერია;

·         აკვიატებული მდგომარეობა.

 

მიზეზები

დაავადების გამომწვევი მიზეზებია:

·         გონებრივი ან ფიზიკური გადაღლა;

·         ნერვული სისტემის მოშლა;

·         სწრაფი დაღლისკენ თანდაყოლილი მიდრეკილება;

·         ნარკოტიკების და ალკოჰოლის გამოყენება.

 

სიმპტომები

დაავადებას ახასიათებს:

·         ემოციური დაძაბულობა;

·         ქრონიკული დაღლა;

·         ხმაურისა და სინათლისადმი ზემდეტი ემოციური დამოკიდებულება;

·         კომპლექსები, დაბალი ან გადაჭარბებული თვითშეფასება;

·         ხასიათის სწრაფი ცვალებადობა;

·         ხშირი ტირილი;

·         გაღიზიანება.

სომატიკური სიმპტომები:

·         თავის ტკივილი;

·         ხელების კანკალი;

·         თავბრუს ხვევა, თვალების დაბნელება;

·         პოტენციის დაქვეითება;

·         მადის დაკარგვა;

·         ძილის დარღვევა.

 

დიაგნოსტიკა

ექიმი-ნევროლოგი ატარებს პაციენტის სრულ დათვალიერებას და ნერვული დაავადებების გამოკვლევისთვის საჭირო ყველა პროცედურას.

 

მკურნალობა

აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:

·         სისხლის მიმოქცევისა და ნივთიერებათა ცვლის გასაუმჯობესებელი პრეპარატები;

·         ვიტამინები;

·         ფსიქოთერაპია.

·         ანტიდეპრესანტები;

·         ტრანკვილიზატორები (აუცილებლობის შემთხვევაში).

 

საშიშროება

დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი სახის გართულებები:

·         შრომისუნარიანობის დარღვევა;

·         ასოციალური ქცევა;

·         დეპრესია;

·         პანიკა;

·         ფობია.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         სტრესული სიტუაციებისთვის თავის არიდება;

·         ფსიქიკის კონტროლისა და მოსადუნებელი ვარჯიშების შესრულება.