ნევრასტენია

ნევრასტენია - წარმოადგენს გართულებულ ნევროზს, რასაც ახლავს აქტიური აღგზნება, გაღიზიანება, მოთენთილობა, ორგანიზმის გამოფიტვა, ასევე ვეგეტატიური ნერვული სისტემის მოშლა.   

 

მიზეზები

დაავადების გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:

·         ინტოქსიკაცია;

·         ვიტამინების უკმარისობა;

·         ორგანიზმის იმუნური დაცვის დარღვევა;

·         სიმსივნური პროცესები;

·         შაქრიანი დიაბეტი;

·         შეუსაბამო ფსიქიკური შესაძლებლობები;

·         გონებრივი და ფიზიკური დატვირთვა;

·         ქრონიკული დაღლილობა;

·         დეპრესია.

გამოიყოფა დაავადების შემდეგი ფორმები:

·         ჰიპერსტენიული;

·         გამაღიზიანებელი სისუტე;

·         ჰიპოსტენიური.

ნევრასტენიის ფორმები პაციენტის მიხედვით:

·         ნევრასტენია ქალებში;

·         ნევრასტენია მამაკაცებში;

·         ნევრასტენია ბავშვებში.

 

სიმპტომები

დაავადებას ახასიათებს:

·         უძილობა;

·         შაკიკი;

·         უღონობა;

·         სუსტი მეხსიერება;

·         დისკომფორტი;

·         ნათელ შუქზე ემოციური რეაქცია;

·         გულის რითმის აჩქარება;

·         ლიბიდოს დაქვეითება;

·         ნაწლავების მგრძნობელობის გაზრდა;

·         იმპოტენცია მამაკაცებში;

·         არტერიული წნევის აწევა;

·         კეფისა და ზურგის არეში ჩხვლეტის შეგრძნება;

·         თავბრუსხვევა;

·         კანის საფარის ტკივილი;

·         ტკივილი კეხის არეში;

·         ყურებში ხმაური და ბჟუილი.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა:

·         ფსიქოთერაპევტის მიერ პაციენტის დათვალიერება;

·         ასევე ვიწრო პროფილის სპეციალისტებთან კონსულტაცია.

 

მკურნალობა

აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:

·         ფიზიომკურნალობას;

·         რეფლექსოთერაპიას;

·         მასაჟს;

·         დიეტას;

·         ბისტიმულატორების, ნეიროტროპული პრეპარატების და ანტიდეპრესანტების მიღებას;

·         ჰიპნოზს;

·         ფსიქოთერაპევტთან ვიზიტს;

·         აუტოგენურ ვარჯიშებს;

·         სანატორიულ-საკურორტო მკურნალობას.

 

საშიშროება

დაავადების გართულებამ შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული დეპრესია, რომელიც არ ექვემდებარება მკურნალობას.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         დღის რეჟიმის დაცვა;

·         სრულფასოვანი ძილი;

·         დასვენება;

·         ემოციური დატვირთვის თავიდან არიდება;

·         ვიტამინების მიღება;

·         იმუნიტეტის გაძლიერება.