ნევრალგია

ნევრალგია დაავადება, რომელიც წარმოადგენს ნერვების დაზიანებას, რასაც თან ახლავს ძლიერი ტკივილი. ხშირად ემართებათ ხანდაზმულ ადამიანებს. ნევრალგია არ აღინიშნება ბავშვებში.

ნევრალგიის ძირითად სახეობებში გამოიყოფა:

·         სამწვერა ნერვის ნევრალგია;

·         ნეკნთშორისი ნევრალგია;

·         ენისა და საყლაპავის ნევრალგია;

·         თეძოს ნერვის ნევრალგია;

·         იშიასი;

·         ბარძაყის გარე კანის ნერვის ნევრალგია;

·         კეფის ნერვის ნევრალგია.

 

მიზეზები

დაავადების წარმოშობის მიზეზებია:

·         ნერვების დამაზიანებელი ტრავმები;

·         ნერვის ანთებითი ან ინფექციური დაავადებები;

·         სიცივეში დიდხანს ყოფნა;

·         ნერვული სისტემის დაავადება;

·         გულსისხლძარღვთა დაავადება;

·         შაქრიანი დიაბეტი.

 

სიმპტომები

დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:

·         სახის ქვედა ნაწილის ტკივილი და გრძნობის დაკარგვა;

·         გულმკერდის არეში ტკივილი;

·         თეძოში ტკივილი, რომელიც მთელი სიმწვავით გადადის ფეხის ბოლომდე;

·         პულსირებადი ტკივილი ზურგის არეში, რომელიც გადადის თავზე და აწვება თვალებს.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ნევროლოგი. მკურნალობის დასადგენად ინიშნება:

·         ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;

·         რენტგენოგრაფია;

·         კომპიუტერული ტომოგრაფია;

·         მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია.

 

მკურნალობა

აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:

·         ფიზიოთერაპევტულ მეთოდებს;

·         ნემსებით ჩხვლეტას;

·         ანთების საწინააღმდეგო და გასაუმტკივარებელ საშუალებებს;

·         გამაყუჩებელ ინექციებს;

·         В ჯგუფის ვიტამინებს;

·         კრუნჩხვების საწინააღმდეგო პრეპარატებს;

·         ელექტრომანუალურ თერაპიას.

 

საშიშროება

მკურნალობის არარსებობა იწვევს შემდეგი სახის გართულებებს:

·         ნევრიტი;

·         პარეზი;

·         ჟანგბადის ნაკლებობა ნერვებში;

·         სუნთქვის დარღვევა;

·         პარალიჩი.

 

რისკის ჯგუფი

ამ ჯგუფში შედიან:

·         ნივთიერებათა დარღვევის მქონე ადამიანები;

·         შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანები;

·         ჰიპერტონიით დაავადებულები;

·         სკლეროზით დაავადებულებები.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         გადაციებისა და ზედმეტი ფიზიკური დატვირთვისგან თავის დაცვა;

·         საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებების დროული მკურნალობა.