ნეიროსიფილისი

 

ნეიროსიფილისი დაავადება, რომელსაც ახასიათებს ცენტრალური ნერვული სისტემის ინფექციური დაავადება, რაც გამოწვეულია მასში სიფილისის გამომწვევი ორგანიზმების შეღწევით.

 

ნეიროსიფილისის სახეობები

·         ლატენტური ნეიროსიფილისი;

·         ადრეული ნეიროსიფილისი;

·         გვიანი ნეიროსიფილისი.

 

მიზეზები

ერთად-ერთი მიზეზი არის ორგანიზმში სიფილისის გამომწვევი ორგანიზმების შეღწევა.

 

სიმპტომები

დაავადებას ახასიათებს:

·         ძლიერი თავის ტკივილი;

·         თავბრუსხვევა;

·         გულის რევა, ღებინება;

·         ხმაური ყურებში;

·         ქალასშიდა წნევის აწევა;

·         იშემიური, ჰემორაგიული ინსულტი;

·         ქვედა კიდურების მგრძნობელობის დარღვევა;

·         ზურგის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა;

·         თეძოს ორგანოების ფუნქციის დარღვევა;

·         რადიკულიტი გამოკვეთილი ტკივილით;

·         ფეხებზე ტროფიკული წყლულების გაჩენა;

·         ეპილეპტიკური შეტევა;

·         პარალიჩი;

·         სმენის დაქვეითება;

·         მხედველობითი ნერვების ატროფია.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ნევროლოგი. მკურნალობის დასადგენად საჭიროა:

·         სრული ნევროლოგიური გამოკვლევა;

·         ლუმბალური პუნქცია;

·         სისხლის სეროლოგიური გამოკვლევა;

·         ცერებროსპინალური სითხის გამოკვლევა;

·         თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;

·         თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია.

 

მკურნალობა

აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:

·         პენიცილინის შეყვანას ვენაში;

·         ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს;

·         კორტიკოსტეროიდულ საშუალებებს.

საშიშროება

მკურნალობის არარსებობა იწვევს შემდეგი სახის გართულებებს:

·         თრომბოზი;

·         გონებასუსტობა;

·         ქვედა პარაპარეზი.

გართულებების შემთხვევაში შესაძლოა ლეტალური შედეგი.

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         სიფილისის დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა;

·         პროფილაქტიკური ზომების მიღება სიფილისის თავიდან ასაცილებლად.