ნეიროდერმიტი

ნეიროდერმიტი (ატოპიური დერმატოზი) – კანის ანთბითი დაავადება, რომელსაც აქვს ნერვულ-ალერგიული ხასიათი. ლოკალიზაციის მიხედვით გამოყოფენ:

·         შეზღუდული;

·         დიფუზური;

·         ხაზოვანი;

·         ფოლიკულური;

·         ჰიპერტროფული;

·         ფსორიაზული.

 

მიზეზები

დაავადების გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს:

·         ხშირი სტრესი და დეპრესია;

·         ნერვული სისტემის მოშლა;

·         ორგანიზმისთვის მავნე პირობებში მუშაობა;

·         ორგანიზმში მიმდინარე ანთბითი პროცესები;

სიმპტომები

დაავადებას ახასიათებს:

·         მკრთალი ვარდისფერი პაპულები;

·         ძლიერი ქავილი და კანის გაუხეშება;

·         კანის დანაპრალება;

·         პიგმენტაციის დარღვევა.

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დადგენისთვის საჭიროა:

·         ბიოქიმიური გამოკვლევის ჩატარება;

·         იმუნობიოლოგიური გამოკვლევა;

·         სისხლის საერთო ანალიზის ჩატარება.

 

მკურნალობა

აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:

·         ანტიჰისტამინურ პრეპარატებს;

·         სედატიურ მედიკამენტებს;

·         სპეციალიზირებულ საცხებს და მალამოებს;

·         ფიზიოთერაპიულ პროცედურებს.

 

დიეტა

დაავდების მკურნალობისას საჭიროა ნახშირწყლებისა და მარილების მიღების შეზღუდვა. ასევე რაციონიდან საჭიროა შებოლილი, ტკბილეული და მძიმე საკვების ამოღება

 

საშიშროება

დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი გართულებები:

·         დაზიანებული კანის ნაწილიდან შესაძლებელია სისხლის მოწამვლა;

·         შეიძლება განვითარდეს ეკზემას ჰერპესული ფორმა;

·         შესაძლოა განვითარდეს ატოფიური კატარაქტა.

 

რისკის ჯგუფი

ამ ჯგუფში შედიან:

·         ალერგიული რეაქციებისკენ მიდრეკილი ადამიანები;

·         ჩვილობის ასაკში დიათეზის პრობლემის მქონე ადამიანები;

·         ხშირი ფსიქოლოგიური დატვირთვის მქონე პირები.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         რაციონალური დიეტის დაცვა;

·         ნეიროდერმიტის მაპროვოცირებელი დაავადებების დროული გამოვლენა და მკურნალობა.