ნაწლავების გადახლართვა
ნაწლავების გადახლათვა (ნაწლავების გაუვალობა) – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ნაწლავის რომელიმე ნაწილის გაუვალობა. ხშირად ზიანდება თხელი ნაწლავი და ნაწლავის სიგმასებური ნაწილი (უფრო მოხუცებში). მიმდინარეობის ხასიათის მიხედვით გამოიყოფა დაავადების მწვავე და ქრონიკული ფორმები.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
· მუცლის ღრუში განვითარებული შეხორცებები;
· დიდი ხნის მანძილზე საკვებზე უარის თქმა, რის შემდეგ ადამიანი იღებს საკვების ჭარბ რაოდენობას;
· ხანგრძლივი შეკრულობა;
· ხერხემლის, მენჯის ძვლების მოტეხილობები;
· მოსადუნებელი პრეპარატების მავნე გამოყენება.
ბავშვებში დაავადებას იწვევს:
· მუცლის ტრავმები;
· მკვეთრი მოძრაობები;
· ხანგრძლივი შეკრულობა;
· ჭიები.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:
· იშვიათი მუცლის ტკივილი;
· გულის რევა, ღებინება;
· ნაწლავის შებერილობა;
· წვრილი ნაწლავის ანტიპერისტალტური ტალღა (ნაწლავი მოძრაობს საპირისპირო მიმართულებით);
· შეკრულობა;
· კალაში სისხლის ნარევი;
· მეტეორიზმი;
· სხეულის ტემპერატურის აწევა 39 გრადუსამდე;
· პირის სიმშრალე.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-გასტროენტეროლოგი და ნიშნავს:
· მუცლის ღრუს ორგანოების რენტგენოლოგიურ გამოკვლევას;
· ბარიუმის ოყნას;
· სისხლის საერთო ანალიზს;
· რექტორომანოსკოპიას;
· ნაწლავის ენდოსკოპიურ გამოკვლევას;
· მუცლის ღრუს ორგანოების ლაპარასკოპიას;
· მუცლის ღრუს ორგანოების ულტრა-ბგერით გამოკვლევას.
დამატებით შეიძლება საჭირო გახდეს ექიმ-პროქტოლოგის კონსულტაცია.
მკურნალობა
პაციენტს ესაჭიროება სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია და ქირურგიული ჩარევა. მკურნალობა მოიცავს:
· ოპერატიულ ჩარევას;
· კუჭის ზონდის ჩადგმას;
· სიფონურ ოყნებს;
· სპაზმოლიტიკებს;
· ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატებს;
· ანალგეტიკებს.
საშიშროება
დროული მკურნალობის არარსებობამ შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი სახის გართულებები:
· ორგანიზმის ინტოქსიკაცია;
· გაუწყლოება;
· პერიტონიტი;
· განგრენა;
· ნაწლავის პერფორაცია;
რიგ შემთხვევებში დგება ლეტალური შედეგი.
რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან:
· მძიმე ფიზიკური სამუშაოს მქონე პირები;
· მცენარეული ბოჭკოთი მდიდარი საკვების მომხმარებელი პირები;
· ადამიანები, რომლებსაც აწუხებთ ჭიები;
· ნაწლავის მოტორიკის დარღვევის მქონე პირები;
· ადამიანები, რომლებიც ძილის წინ მძიმე საკვებს იღებენ.
პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
· ზემდეტი ჭამისგან თავის შეკავება;
· ძილის წინ 4-5 საათით ადრე ჭამა;
· სასურველია ერთი და იგივე დროს ჭამა;
· კუჭის მოქმედების გაკონტროლება;
· მუცლის ღრუს კუნთების ვარჯიში;
· აქტიური ცხოვრების ქონა.