ნარკომანია
ნარკომანია – ქრონიკული დაავადება, რომელიც ხასიათდება ნარკოტიკული პრეპარატების გამოყენიებისკენ მიდრეკილებით.
გამოიყოფა ნარკომანიის შემდეგი სტადიები:
· პირველი სტადია – ფსიქიკური დამოკიდებულება;
· მეორე სტადია – ფიზიკური დამოკიდებულება;
· მესამე სტადია – ფსიქიკური პათოლოგიების განვითარება.
მიზეზები
· სხვა ადამიანების მხრიდან ყურადღების ნაკლებობის და სიმარტოვის განცდა;
· ცნობიერების გაფართოვების მცდელობა;
· ცუდი გარემოცვის ზეგავლენა;
· საკუთარ თავში ეჭვის შეტანა, თავისუფალი ნების არ ქონა;
· ხშირი დეპრესია.
სიმპტომები
დაავადების სიმპტომებია:
· კანის სიფერმკრთალე;
· თვალის გუგების ცლილება (გადიდება ან დაპატარავება);
· თვალების ჩაწითლება, დაბინდვა;
· მეტყველების დარღვევა;
· მადის დაკარგვა და სწრაფად გახდომა;
· მუდმივი ხველა;
· მოძრაობის ცუდი კოორდინაცია;
· არტერიული წნევის მკვეთრი ცვალებადობა;
· კუჭ-ნაწლავის ტრაქტის აშლილობა.
· უმიზეზო აღგზნებულობა, ან მოთენთილობა;
· შრომისუნარიანობის დაქვეითება;
· ყველაფრის მიმართ გულგრილობა;
· მეხსიერების და ყურადღების გაფანტვა;
· კონცენტრაციის შეუძლებლობა;
· უძილობა ან გაზრდილი ძილიანობა;
· ხასიათის სწრაფი ცვლა;
· გაზრდილი დაღლილობა;
· ადამიანებთან ურთიერთობის სურვილის არქონა;
· მოუწესრიგებლობა.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ნარკოლოგი, რისთვისაც ახდენს პაციენტის საერთო დათვალიერებას. დამატებით შეიძლება დაინიშნოს შარდის საერთო ანალიზი.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· კოდირებას;
· ფსიქოთერაპიას;
· კრუნჩხვის საწინააღმდეგო თერაპიას;
· ჰიპნოზს;
· სადეზინტოკსიკაციო თერაპია;
· ანტიდეპრესანტები.
საშიშროება
ნარკომანია განკურნდებადია, მაგრამ მისი უყურადღებოდ დატოვება იწვევს შემდეგი სახის გართულებებს:
· თრომბოფლებიტი;
· შიდსი;
· სეპსისი;
· აბსცესი;
· ფლეგმონა;
· ვენერიული დაავადებები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· მშობლებმა მუდმივად გააკოტროლონ ბავშვების ცხოვრების წესი და ესაუბრონ მათ;
· დაავადების დროული დიაგნოსტირება და ფარმაკო-თერაპიის ჩატარება;
· რეციდივებისა და რემისიების განვითარების დროული შეწყვეტა;
· განკურნებული პაციენტების სოციალური რეაბილიტაცია.