ნარკოლეპსია

ნარკოლეპსია  ნერვული სისტემის დაავადება, რომელსაც ახასიათებს ძილის დარღვევა და დღის მანძილზე ძილიანობა.

 

მიზეზები

დაავადების გამომწვევი ზუსტი მიზეზები დაუდგენელია, თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლება იყოს:

·         ჰორმონალური დისბალანსი;

·         თავის ტვინის ტრავმები და ინფექციები;

·         მემკვიდრეობითი ფაქტორი;

·         შაქრიანი დიაბეტი;

·         აუტოიმუნური დაავადებები;

·         გადაღლა;

·         ფსიქოლოგიური ტრავმები;

·         ფეხმძიმობა.

 

სიმპტომები

დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:

·         დღე-ღამის ნებისმიერ დროს ძილიანობა;

·         მცირეხნიანი ჩაძინება ნებისმიერ დროს და ადგილას;

·         მუდმივი დაღლილობის შეგრძნება;

·         მეხსიერების დაქვეითება;

·         კონცენტრაციის დაქვეითება;

·         კუნთების ტონუსის მოულოდნელი დაკარგვა;

·         ჰალუცინაციის განვითარება;

·         ძილის პარალიჩი;

·         კუნთების კანკალი.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ნევროლოგი, რისთვისაც საჭიროა:

·         პოლისომნოგრაფია;

·         სისხლის კლინიკური ანალიზი;

·         შარდის საერთო ანალიზი;

·         ძილისადმი ლატენტურობის მრავლობითი ტესტირება;

·         ელექტროენცეფალოგრაფია;

·         თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;

·         კომპიუტერული ტომოგრაფია.

 

მკურნალობა

აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:

·         მასტიმულირებელი პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ დღისით ძილიანობას;

·         ანტიდეპრესანტები;

·         ფსიქომასტიმულირებელი პრეპარატები.

 

საშიშროება

მკურნალობის არარსებობამ შეიძლება გამოიწვიოს ტრავმების რისკი, პაციენტმა შეიძლება ჩაიძინოს ნებისმიერ მდგომარეობაში. დაავადებულებისთვის აკრძალულია ტრანსპორტთან, ცეცხლთან და მოძრავ მექანიზმებთან მუშაობა.

 

რისკის ჯგუფი

·         მამაკაცები;

·         გენეტიკური მიდეკილების მქონე პირები ;

·         ფეხმძიმე ქალები;

·         თავის ტვინის ტრავმების მქონე ადამიანები;

·         აუტოიმუნური დაავადებების მქონე ადამიანები.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         ღამის ძილის რეჟიმის დაცვა;

·         ფიზიკური ვარჯიშის რეგულარულად შესრულება;

·         ემოციური და ფიზიკური დატვირთვებისგან თავის შეკავება;

·         ყავის, მაგარი ჩაის და მძიმე საკვების მიღება;

·         ძილის ხარისხზე გავლენის მქონე პრეპარატების გამოყენებაზე უარის თქმა;

·         ძილის დარღვევის დროული მკურნალობა.